უილ სმიტი კრის როკს ბოდიშს საჯაროდ უხდის

აკადემიის პრიზების დაჯილდოების ინციდენტის შემდეგ, რომელმაც მთელი სამყარო აალაპარაკა, უილ სმიტი კრის როკს პირდაპირ ეთერში სილის გარტყმისთვის ბოდიშს უხდის. ბოდიშის წერილი უილ სმიტმა Instagram-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა და განმარტა, რომ ხუმრობამ მისი ცოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის მისამართით, ის წყობიდან გამოიყვანა და იმას, რაც გააკეთა, ძალიან ნანობს.

„ძალადობა ყველა მისი ფორმით არის შხამიანი და დამღუპველი. ჩემი საქციელი წუხანდელ ოსკარის დაჯილდოებაზე მიუღებელი და უპატიებელი იყო. ხუმრობები ჩემზე ჩვენი საქმის ნაწილია, მაგრამ ჯადას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა ჩემთვის ზედმეტი იყო და ემოციებს ავყევი.

მინდა საჯაროდ ბოდიში მოგიხადო, კრის. ზღვარს გადავედი, შევცდი. მე ძალიან მრცხვენია და ჩემი საქციელი სულაც არ ჰგავდა იმ კაცის საქციელს, რომელიც მინდა რომ ვიყო. სიყვარულისა და სიკეთის სამყაროში ძალადობის ადგილი არ არის.

ასევე მინდა ბოდიში მოვუხადო აკადემიას, შოუს პროდიუსერებს, ყველა დამსწრეს და ყველას, ვინც გვიყურებდა მთელ მსოფლიოში. მინდა ბოდიში მოვუხადო უილიამსის ოჯახს და ჩემს მეფე რიჩარდის ოჯახს. მე ღრმად ვწუხვარ, რომ ჩემმა საქციელმა შეაფერხა ის, რაც სხვაგვარად მშვენიერი მოგზაურობა იყო ყველა ჩვენგანისთვის.

პატივისცემით, უილი“.

უილ სმიტმა აკადემიის პრიზების რიგით 94-ე დაჯილდოების ცერემონიაზე კარიერაში პირველი ოსკარი მოიპოვა. ინციდენტის შემდეგ აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის, შესახებ, რომ შესაძლოა მსახიობს მიღებული ჯილდო დაეკარგა, თუმცა ეს ცნობა სიმართლეს არ წარმოადგენს, უილ სმიტის ოსკარს არაფერი ემუქრება.

ზევით