დროა საახალწლო მღელვარებიდან გამოვიდეთ და ცხოვრების ჩვეულ რიტმსაც დავუბრუნდეთ. საშობაო ბაზრობების შემდეგ, წინ კიდევ ერთი ბაზრობა გველოდება, თუმცა ამჯერად ღონისძიება ხელოვნების დღეებს მიეძღვნება.
29 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ბაზარი ორბელიანზე ქართულ ონლაინ არტ პლატფორმა Riabid.ge-ს უმასპინძლებს და ხელოვნების დღეები ბაზარი ორბელიანზე გახსნილად გამოცხადდება. Riabid.ge-ზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ, გაყიდოთ და შეაგროვოთ ნებისმიერ ჟანრში თუ მედიუმში შესრულებული ნამუშევრები, აღმოაჩინოთ თქვენი ახალი, საყვარელი ხელოვანები ნებისმიერ დროსა და ადგილას.
Riabid.ge-ს მხატვრების შემოქმედებას თქვენს ყოველდღიურობასთან კიდევ უფრო ახლოს მოვიტანთ და ბაზარი ორბელიანზე გამოფენა-გაყიდვას მოვაწყობთ, რათა ხელოვნება კიდევ უფრო ხელშესახები გავხადოთ - ნათქვამია აღწერაში
გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება 15 შერჩეული ხელოვანის ნამუშევრები, რომელთა შეძენაც ადგილზევე შეგეძლებათ. მათ შორის არიან: მათია საფანაძე, სოფო მამალაძე, თეო კვი, ანოკი კიკნაველიძე, მაკო ლომაძე, ნიკა კოპლატაძე, თორნიკე რობაქიძე, მოდი გიო, ლუკა ჯიქია, სალომე ბოჭორიშვილი და სხვები.
ჩვენი ქვეყანა უკვე ქალი დიზაინერების გაერთიანების, Women in Lighting-ის საერთაშორისო საზოგადოების წევრია. საქართველოს წამომადგენელი AT Architect-ის დამფუძნებელი, არქიტექტორი და განათების დიზაინერი ანა თავართქილაძე გახდა.
რიგით 67-ე Grammy-ს დაჯილდოებისთვის რბოლა ოფიციალურად დაიწყო. ქართველ არტისტებს, ლიზა ყენიასა და აზიკო ფილიას, ტრეკით Sacrifice, შანსი ეძლევათ, გრემის ნომინანტების სიაში მოხვდნენ.
ფესტივალ "შემოდგომის თბილისის" ფარგლებში, 12 ოქტომბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, საგუნდო მუსიკის კონცერტია ჩანიშნული. სცენაზე კარლ ორფის სასცენო კანტატას, "კარმინა ბურანას" ქართველი მუსიკოსები და უნგრელი დირიჟორი გაბორ ჰოლერუნგი გააცოცხლებენ.