#სამეფო ოჯახი #მოდა

ყოველდღიური სტილის მასტერკლასი ქეით მიდლტონისგან #CasualStyle

გაზიარება:

კემბრიჯის ჰერცოგინია გარდასახვის დიდოსტატი რომ ბრძანდება, ამაში დიდი ხნის წინ დავრწმუნდით, თუ კი ერთ დღეს სამეფო ოჯახის რელიკვიებში გამოწყობილი გამოჩნდება და ზღაპრიდან გადმოსულ პრინცესას მოგვაგონებს, მეორე დღეს თითოეული ჩვენგანის მსგავსად ჯინსებსა და კედებში გამოწყობილი ჩნდება.

ლონდონში, Natural History Museum-ში სტუმრობისას ქეით მიდლტონმა, სწორედ ყოველდღიურ სტილზე გააკეთა არჩევანი. კემბრიჯის ჰერცოგინიამ Chloé-ს მუქი ატმისფერი პიჯაკი, Ralph Lauren-ის თეთრი მაისური, ამავე ფერის ესპანური ბრენდის Veja-ს კედები და ტანზე მომდგარი Other Stories-ის ჯინსის შარვალი მოირგო.

ქეითმა ჩაცმულობა აქსესუარებით და მისი საყვარელი ნიშნობის ბეჭდითაც გააფორმა.

ქეით მიდლტონი უკვე წლებია Natural History Museum-ის პატრონაჟად გვევლინება, კემბრიჯის ჰერცოგინია მუზეუმს ახალი პროექტის Urban Nature Project-ის შესახებ სასაუბროდ და მათ სამომავლო გეგმების განსახილველად ესტუმრა.

Gathered grain de poudre wool blazer

 

ყიდვა 

NET SUSTAIN Esplar leather and suede sneakers

 

ყიდვა 

ზევით