#მოდა

ყველა დროის 15 ყველაზე დიდებული კაბა

გაზიარება:

არსებობს კაბები, რომლებიც ნახვისთანავე აღგვაფრთხოვანებს, გაგვაოცებს, თუმცა მეხსიერებაში მხოლოდ რამდენიმე საათით გვრჩება, თუმცა მათ საპირწონედ არსებობს დიდებული ნამუშევრები, საკულტო კაბები, რომლებმაც ჩვენს მეხსიერებაში იმხელა კვალი დატოვეს, რომ ხშირად მათი შთაგონებით ვიწყებთ თავადაც შემოსვას. წარმოგიდგენთ, ყველა დროის 15 ყველაზე დიდებულ კაბას, მერლინ მონროდან - მეგან მარკლამდე, რომელია თქვენი რჩეული?

1. მერილინ მონრო

ამერიკელი მსახიობის მერილინ მონროს ვარდისფერი კაბა, რომელიც მან ფილმ Gentlemen Prefer Blondes-ში მოირგო, დღემდე ერთერთ საკულტო კაბად ითვლება. დიზაინერ უილიამ ტრავილას ნამუშევარი, იდეალურად გამოსახავდა მერილინ ფორმებს, ის ერთდროულად საოცრად სექსუალური და ელეგანტური გახლდათ. დიზაინერმა ვარდისფერ კაბას სპეციალური სიმაგრეები დაუყენა უკან, რათა მოძრაობის დროს კაბას სტრუქტურა არ დაეკარგა.

2. გრეის კელი 

ჰოლივუდელი ლამაზმანი ტელეეკრანებზე, არა ერთხელ გვინახავს მომნუსხველად მშვენიერი, მართალია, გრეის კელიმ გადასაღებ მოედნებზე არა ერთი ულამაზესი კაბა მოირგო, თუმცა 1956 წელს, მონაკოს პრინც რანიე III-სთან ქორწინებისას მორგებულ საპატარძლო კაბას ვერაფერი დაჩრდილავს. Helen Rose-ის მაქმანებიანი, წელზე გამოყვანილი კაბა, დღემდე მომავალი პატარძლების შთაგონების წყაროდ ითვლება.

3. ოდრი ჰეფბერნი

ოდრი, ცნობილი ფრანგი დიზაინერის, იუბერ დე ჟივანშის მუზა და შთაგონების წყარო გახლდათ. დიზაინერმა, ჰეფბერნისთვის, არა ერთი საკულტო კაბა შექმნა, თუმცა ყველა დროის ყველაზე დიდებულ ნამუშევრად, ტანზე მოყვანილი შავი კაბა ითვლება, რომელიც ოდრიმ Breakfast At Tiffany-ს გადაღებებზე მოირგო.

4. ჟაკლინ ონასისი

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი, ჟაკლინ კენედი ონასისი, დახვეწილი, ინდივიდუალური სტილით გამოირჩეოდა. მისი თეთრ სახლში გამოჩენდან ძალიან მალე მოდაში გარდამტეხი ცვლილებები მოხდა, ჟაკლინი იდეალურად ირგებდა ყველაფერს, ქუჩის სტილიდან - თეთრი სახლის სტილამდე. მის დაუვიწყარ გამოჩენად და მარადიულ სიმბოლოდ Dior-ის ვარდისფერ კაბაში ხილვა ითვლება.

5. პრინცესა დიანა

ყველა დროის ყველაზე დიდებულ კაბებზე საუბრისას, ძნელია მხედველობიდან ლედი დის საპატარძლო კაბა გამოგვრჩეს. ხელოვნების ნამდვილი ნიმუში, რომლითაც პრინცესა დიანა, 1982 წელს, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს შეუერთდა, The Emanuels ეკუთვნოდა.

6. ჯულია რობერტსი

ტელეეკრანებზე ერთერთი ყველაზე ავანგარდული გამოჩენა, ჯულია რობერტს ეკუთვნის, ფილმში Pretty Woman. მსახიობს ჩვენს საყვარელ სცენაში, Marilyn Vance-ის უმხრო წითელი კაბა ამშვენებს, თეთრ ხელთათმანებთან ერთად.

7. ელისააბედ ჰარლი

ფილმ Four Weddings and a Funeral-ის პრემიერაზე, ლიზ ჰარლი და მისი იმდროინდელი ბოიფრენდი, ჰიუ გრანტი, ერთად გამოჩნდნენ. ელისაბედმა, მნიშვნელოვანი დღისთვის, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კაბა შეარჩია - Versace-ს შავი კაბა ოქროს სამაგრებით, ჯანი ვერსაჩეს ყველაზე დიდებული ქმნილებაა.

8. გვინეტ პელტროუ

ჰოლივუდის 90-იანი წლების ლამაზმანი, გვინეტ პელტროუ, ოსკარის დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე, ყველაზე დასამახსოვრებელი ვარდისფერი კაბით გამოჩნდა Ralph Lauren-სგან. კაბა გვინეტისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა, დღის ბოლოს პელტროუ კუთვნილ ჯილდოსთან ერთად პოზირებდა.

9. სარა ჯესიკა პარკერი

ქერი ბრედშოუს მთელი გარდერობი, სერიალიდან Sex and the City, მოდური სამოსისა და აქსესუარების ნამდვილ ზეიმს წარმოადგენდა. თუმცა, რა გახსენდებათ პირველი ქერის კაბებიდან? - დიახ, ეს Dior-ის პრინტიანი კაბაა, რომელიც სარა ჯესიკა პარკერის შემდეგ არა ერთმა ცნობილმა სახემ მორიგო.

10. ჯენიფერ ლოპესი

ჯუნგლების პრინტიანი კაბით, ჯენიფერ ლოპესი 2000 წელს Grammy Awards-ზე გამოჩნდა და მაშინვე მოახერხა ყველას გულის მოგება. Versace-ს გამჭვირვალე აბრეშუმის კაბა იმდენად სახასიათო აღმოჩნდა ჯეილოსთვის, რომ 20 წლის შემდეგ მომღერალმა ის იტალიური მოდის სახლის ჩვენებაზე ხელახლაც კი მოირგო.

11. კირა ნაითლი

ეკრანების ერთერთი ყველაზე შთამბეჭდავი მწვანე კაბის დიზაინი ჟაკლინ დურანს ეკუთვნის. კირა ნაითლის აბრეშუმის მწვანე კაბა, რომელიც მას ფილმ Atonement-ში ამშვენებს, ერთდროულად სისადავით, ელეგანტურობითა და სექსუალურობით გამოირჩევა.

12. ქეით მიდლტონი

კემრბიჯის ჰერცოგინია, რომელიც დღეს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის გულშემატკივრების ფავორიტია, 2011 წელს პრინც უილიამზე, არც მეტი არც ნაკლები, Alexander McQueen-ის ჯადოსნური კაბით დაქორწინდა.

13. ანჯელინა ჯოლი

2012 წელს, ჰოლივუდელი ლამაზმანი ანჯელინა ჯოლი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას Atelier Versace-ს შავი ხავერდის კაბაში დაესწრო, რომელსაც ფეხზე ღრმა ჭრილი და ასიმეტრიული ფორმები გამოარჩევდა.

14. ჯოდი კომერი

BBC-ის სატელევიზიო დრამის მთავარი ბოროტმოქმედი ვილანელი, ყველაზე მოდურ ბოროტმოქმედად ითვლება და ამაში მაშინვე გვარწმუნებს, როგორც კი Molly Goddard-ის ვარდისფერ კაბაში ჩნდება და ჩვენს გულებს სამუდამოდ იპყრობს.

15. მეგან მარკლი

კიდევ ერთი დიდებული კაბა და ჯადოსნური სამეფო ქორწილი - 2018 წელს პრინცმა ჰარიმ წინააღმდეგობების მიუხედავად, თავის რჩეულზე, მეგან მარკლზე იქორწინა. მეგანმა, ამ დაუვიწყარი დღისთვის არჩევანი, კლერ უაით კელერის Givenchy-ს სადედოფლო კაბაზე გააკეთა.

ზევით