ყველაფერი რის გამოც Becca Cosmetics შევიყვარეთ და ის, რისი ყიდვაც უნდა მოვასწროთ

Becca Cosmetics ის ბრენდია, რომელმაც სილამაზის ინდუსტრიაში გიდობა გაგვიწია, სწორედ მისი წყალობით ვისწავლეთ ყველამ კონტურინგის მთავარი წესები და აღმოვაჩინეთ, თუ როგორ უნდა ბრდღვიალებდეს სახეზე ჰაილაითერი. თუმცა, ყველაფერი კარგი ოდესღაც სრულდება და Becca-ს წარმომადგენლებმაც გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წლის ბოლოს ჩვენი რჩეული კოსმეტიკური ბრენდი არსებობას შეწყვეტს.

 

 Becca x Khloé kardashian - blush & glow palette

ყიდვა

როგორც აღმოჩნდა, Becca Cosmetics იმ ბრენდების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც covid 19-ის მსოფლიო პანდემიას ვერ გაუძლეს და გაკოტრდნენ. თუმცა, 2021 წლის სექტემბრამდე დრო ჯერ კიდევ გვაქვს, ერთად გავიხსენოთ ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი ბრენდის 20-წლიანი ისტორიის ბესთსელერები და მარაგის შესავსებად მოვემზადოთ.

ბესთსელერების შემქმნელი

სილამაზის ინდუსტრიაში გამოჩენისთანავე, Becca-მ მომხმარებლის გულის მოგება მოახერხა. უდიდეს ბიზნესში, ბრენდი დასაწყისშივე, დიდი არჩევანით და პროდუქტების სიმრავლით გამოირჩეოდა, რომლებიც ჰიტთა სათავეში მარტივად ექცეოდნენ.

ასე მაგალითად, 2019 წელს ბაზარზე ჰაილაითერი Shimmering Skin Perfector Pressed გამოჩნდა, რომელიც უამრავი ბიუთი ბლოგერის შეუცვლელი პროდუქტია დღემდე, როგორც მყარ ასევე თხევად მდგომარეობაში.

 

BECCA Cosmetics - Shimmering Skin Perfector

ყიდვა

 

 

BECCA Cosmetics - Skin Love Glow Glaze Stick

ყიდვა

ბრენდი, რომელსაც იდეა აერთიანებდა

გარდა მილიონობით ერთგული მომხმარებლისა, Becca Cosmetics-ს იდეაც აერთიანებდა, სამყარო უკეთესობისაკენ შეეცვალა. მისი წარმომადგენლები ბრენდის სახელით ხშირად აკეთებდნენ საქველმოქმედო საქმეებს, მენტალური ჯანმრთელობის ორგანიზაცია JED Foundation და Mental Health Mates-ს კი საკუთარი არსებობის უკანასკნელ წუთამდე დაეხმარებიან.

 

BECCA Cosmetics - Backlight Priming Filter Face Primer

ყიდვა

 

BECCA Cosmetics - anti-fatigue under eye primer

ყიდვა

უბრალოდ მეტი, ვიდრე უბრალოდ ბრენდი

ჩვენ თქვენი გვჯერა და ღრმად გვწამს, რომ სილამაზე ეს არის სინათლე, რომელსაც სამყაროს უზიარებთ

„გთხოვთ, გამოავლინეთ თქვენი ინდივიდუალურობა, აღმოაჩინეთ საკუთარი მე, გააფართოვეთ საზღვრები და იარეთ მხოლოდ წინ. გაუზიარეთ პოზიტივი და დაეხმარეთ სხვებს გზის გაგნებაში“ - ამ ემოციური წერილით გვემშვიდობება Becca.

 

BECCA Cosmetics - ultimate lipstick love

ყიდვა

ზევით