#ცნობილები #მოდა

ზამთრის სტილის გაკვეთილები სალომე ღვინიაშვილისგან

გაზიარება:

ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი, ქართველი IT გოგოების რიცხვს მიეკუთვნება. Instagram-ის 214 ათას გამომწერს სალომე ყოველთვის დახვეწილ Feed-სა და საინტერესო კონტენტს სთავაზობს. სალომე ღვინიაშვილის ჩაცმულობა ყოველთვის ტრენდული, მოდური და საოცრად ესთეტიკურია. თუ კი გავითვალისწინებთ, როგორი სითეთრით დაგვიბრუნდა ზამთარი საქართველოში, მაშინ სალომეს ზამთრის სტილი რამდენიმე კვირით ინსპირაციად შეგვიძლია გამოვიყენოთ.

1. Make it simple

ყველაფერი მარტივი გენიალურია, ეს სტილის უკვდავი წესია და მას დახვეწილი გემოვნების მქონე IT გოგოები ყოველთვის ითვალისწინებენ.

2. Total White

ერთი ფერის სამოსის მორგებას თავიდან ფეხებამდე ერთი შეხედვით ყველაზე მარტივი გამოსავალია, თუმცა ზოგჯერ შეიძლება შეცდომაც გაგვეპაროს. გირჩევთ, თქვენ ჩაცმულობას თვალი ბუნებრივ განათებაზე გადაავლოთ და  კონტრასტის არსებობის შემთხვევაში, მას აუცილებლად აღმოაჩენთ.

კლასიკურისა და სპორტული სამოსის შერწყმა, ერთ-ერთ საუკეთესო ტანდემს ქმნის ზამთრის სეზონზე. ჩვენ შეგვიძლია ერთდროულად კომფორტულად და თვალისმომჭრელადაც გამოვიყურებოდეთ.

ზევით