#მოდა

ზინი ქაჯაია და მაკო მაჭავარიანი GIORGIO ARMANI-ს საიუბილეო ჩვენებაზე გამოვიდნენ

გაზიარება:

ახალგაზრდა ქართველი მოდელები ზინი ქაჯაია და მაკო მაჭავარიანი იტალიურ მოდის სახლ Giorgio Armani-სთან წარამტებულ თანამშრომლობას აგრძელებენ. გასულ ღამეს გოგოებმა, არც მეტი არც ნაკლები დუბაიში მოდის სახლის One Night Only in Dubai-ს გრანდიოზულ ჩვენებაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც Armani Hotels-ის 10 წლის იუბილეს მიეძღვნა.

სანამ ღონისძიება გაიმართებოდა, სოციალურ ქსელში კულისებს მიღმა ფოტოები გავრცელა, რომელზეც ულამაზეს, მბზინავ და თვალისმომჭრელ კაბაში გამოწყობილი ზინი ქაჯაიაა გამოსახული, მის წინ კი ლეგენდარული დიზაინერი ჯორჯო არმანი, რომელიც ჩაფიქრებული შესცქერის მოდელს.

ჩვენებას წინა რიგებიდან შერონ სტოუნი, ტეილორ ჰილი, სელინა ლოკსი, ლილი ჯეიმსი, იურნი სმოლეტი და სხვა ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

მოდის სახლის გრანდიოზული ჩვენება უდაბნოში მოგზაურობას, International Expo 2020-ის მონახულებას და თავად კრის მარტინიც Coldplay-ს სოლისტის შესრულებას მოიცავდა. Giorgio Armani-ს გუშინდელ ჩვენებაზე, როგორც ქალის, ასევე მამაკაცის, 100 მეტი ლუქი გახლდათ წარმოდგენილი გაზაფხული 2022 წლის კოლექციიდან, რომელთაგან 2 ქართველმა მოდელებმაც მოირგეს

ზევით