#მოდა

ზინი ქაჯაია მოვლენათა ეპიცენტრში: ახალგაზრდა მოდელის წარმატება მილანის მოდის კვირეულზე

გაზიარება:

მსოფლიო მოდის ინდუსტრიას, კიდევ ერთი ქართველი სახე შეემატა - გამორჩეული იერითა და მკაფიო ინდივიდუალურობით, ახალგაზრდა ქართველი მოდელი ზინი ქაჯაია მილანის მოდის კვირეულის ციებ-ცხელებაში ჩაერთო და Emporio Armani-სა და Giorgio Armani-ის შემდეგ, Dolce&Gabbana-ს ჩვენებაშიც ვიხილეთ.

ზინი ქაჯაია სამოდელო კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს სწორედ ახლა დგამს. მიუხეადავ იმისა, რომ მისი დებიუტი მილანის მოდის კვირეულის გასულ სეზონზე, ნაკლებად ცნობილ ბრენდებთან შედგა, დღეს მისი სახელი Armani-სთან და Dolce&Gabbana-სთან ასოცირდება.

ზინი ქაჯაია, სამოდელო სააგენტო Look Modéls Managemént-ის მოდელია, რომელსაც თაკო ნაცვლიშვილის, მარიშა ურუშაძის, ლიკა რიგვავას, მატილდა გვარლიანისა და სხვა წარმატებული ქართველი მოდელების სახელთან ასოცირდება. ერთად გავიცნოთ ახალგაზრდა ქართველი მოდელი და მოვისმინოთ მისი ისტორია:

სამოდელო კარიერის დასაწყისი...

ჩემი სამოდელო კარიერია დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო ჩემი და Look Modéls-ის თანამშრომლობით. ძალიან ბედნიერი ვარ რომ აქ მოვხვდი და მადლობა მინდა გადავუხადო ნინო ცქიტიშვილს ჩემი კარიერული წინსვლისათვის, მას ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

ინტერესი სამოდელო სფეროს მიმართ და აღმოჩენა -  „მოდელი უნდა გავხდე“...

სამოდელო სფეროთი ძალიან დიდი ხანია დაინტერესებული ვარ, თუმცა მოდელობაზე არასდროს მიფიქრია. მოგეხსენებათ, ინსტაგრამი ისეთი სოციალური ქსელია, რომ ყველანაირი ინფორმაციის მიღება თავისუფლად შეგვიძლია და მეც, სულ უფრო და უფრო ხშირად ვინტერესდებოდი ცნობილი მოდელებითა და მოდის ინდუსტრიით.

ზინი ქაჯაია

როდესაც სიღრმისეულად შევისწავლე ეს სფერო, სწორედ მაშინ დავიწყე ფიქრი საკუთარ თავზე, როგორც მომავალ მოდელზე

როგორ აისახა მსოფლიო პანდემია მოდის ინდუსტრიაზე...

დაგეთანხმებით, კორონავირუსმა დიდი გავლენა იქონია ყველა სფეროზე, მაგრამ ჩემი აზრით მოდის ინდუსტრიამ წარმატებით გადალახა ეს დაბრკოლება და საკმაოდ აქტიურ რეჟიმშიც აგრძელებენ მუშაობას. რასაკვირველია, ამას ხელი დღევანდელ დღეს არსებულმა შესაძლებლობებმაც შეუწყო - ყველაფერი ონლაინ მიმდინარეობს, ხშირად ქასთინგებიც კი.

 

სამომავლო პროექტებსა და გეგმებზე...

მოდის ინდუსტრია ყოველდღიურად ვითარდება, იზრდება და ხშირად იცვლება კიდეც, მიმაჩნია, რომ რაიმე პროგნოზის წინასწარ გაკეთება ცოტა რთულია, რა თქმა უნდა გვაქვს სამომავლო გეგმები თუმცა ამ ეტაპზე მათ სიურპრიზად დავტოვებ.

ზევით