როგორ მივიღოთ ლამაზი და ჯანსაღი რუჯი

როგორ მივიღოთ ლამაზი და ჯანსაღი რუჯი

რედაქციის მიერ გამოცდილ მზისგან დამცავ პროდუქტებს წარმოგიდგენთ, რომლებიც ლამაზი რუჯის  მიღებაში დაგეხმარებათ და თან თქვენს კანსა თუ თმებს მზის მავნე სხივებისგან დაიცავს. როდესაც არდადეგების დაგეგმვას ვიწყებთ, ახალ საცურაო კოსტიუმთან ერთად, მზისგან დამცავი საშუალებების სწორად შერჩევაზეც უნდა დავიწყოთ ფიქრი.

კრიტიკა ოლიმპიადის გახსნითი ცერემონიის ორგანიზატორების მიმართულებით

კრიტიკა ოლიმპიადის გახსნითი ცერემონიის ორგანიზატორების მიმართულებით

ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებს საჯარო განმარტებების გაკეთება უწევთ. მსოფლიოს ნაწილი ფრანგებს ქრისტიანობის შეურაცხყოფასა და ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს, ნაწილი კი მათ თავგამოდებით იცავს. მოდით, ერთად გავარკვიოთ, რა მოხდა სინამდვილეში.

ნატალია ჭამიაშვილი: გოგო, რომელმაც TIK-TOK-ი საგანმანათლებლო პლატფორმად აქცია

ნატალია ჭამიაშვილი: გოგო, რომელმაც TIK-TOK-ი საგანმანათლებლო პლატფორმად აქცია

ნატალია ჭამიაშვილი ის გოგოა, ქართული სოციალური ქსელები ინფორმაციული, საგანმანათლებლო და სოციალური აქტივიზმის პლატფორმად რომ აქცია. ნატალია The Diary-ისთან ინტერვიუში თავის გამოცდილებებზე, მიზნებსა და საქმიანობაზე საუბრობს.

ხელოვნება ჭურჭელზე - Nari Ceramic Studio-ს ზღაპრული ქმნილებები

ხელოვნება ჭურჭელზე - Nari Ceramic Studio-ს ზღაპრული ქმნილებები

დიდი ხანია “მადონას სერვიზი” ჩვენი თაროებიდან გაქრა და ოჯახური “საჩვენებელი” კარადების ვიტრინებიც თანამედროვე, დახვეწილმა, მინიმალისტურმა ჭურჭელმა შეავსო. Nari კერამიკის სტუდია მომხმარებელს ჭურჭელსა და სხვა დეკორატიულ ობიექტებზე გადმოტანილ ხელოვნებას სთავაზობს.

გაიზიარე მოგზაურობა! - CampShare მთის ენთუზიასტებს ელოდება

გაიზიარე მოგზაურობა! - CampShare მთის ენთუზიასტებს ელოდება

CampShare უკვე ხუთი წელია არსებობს. თავდაპირველად მაღაზია მთის ენთუზიასტებს სალაშქრო აღჭურვილობების (კარავი, საძილე ტომარა, ქვეშაგი) გაქირავების სერვისს სთავაზობდა. კომპანიის პოლიტიკა ყოველთვის მარტივი გახლდათ: სალაშქროდ წასასვლელად საჭირო აღჭურვილობა (კარავი, ქვეშაგი, საძილე ტომარა, ზურგჩანთა) საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, CampShare კი იდეალურ გამოსავალს გვთავაზობს.

ოლიმპიადის გახსნით ცერემონიაზე ვარსკვლავებს დიორის სამოსი ამშვენებდათ

ოლიმპიადის გახსნით ცერემონიაზე ვარსკვლავებს დიორის სამოსი ამშვენებდათ

წელს ოლიმპიური თამაშები მოდის დედაქალაქ პარიზში ტარდება. სპორტისა და მოდის სამყაროს გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთა. გახსნით ცერემონიალზე სპორტსმენები თუ სცენის ვარსკვლავები სხვადასხვა ცნობილი დიზაინერების სამოსში გამოჩნდნენ. ყველაზე აღსანიშნავი კი დიორის დიზაინერების ნამუშევრები იყო.

დათა ჩაჩუა: ახალი თაობის გამორჩეული მსახიობი

დათა ჩაჩუა: ახალი თაობის გამორჩეული მსახიობი

TheDiary Originals-ის სტუმარი ამჯერად ყველასთვის ცნობილი ახალგაზრდა მსახიობი დათა ჩაჩუაა. 21 წლის მსახიობმა, პატარა ასაკის მიუხედავად, უკვე არაერთი წარმატებული პროექტით დაგვამახსოვრა თავი. ჯერ იყო "თესეა", შემდეგ "ჩემი ცოლის დაქალები", "ცვალებად ნიშნებში" ტატოს პერსონაჟით ყველას თავი შეგვაყვარა, სულ ახლახან კი გიორგი სიხარულიძის ფილმში "პანოპტიკონი" გამოჩნდა.

DON'T FAKE IN FRANCE: საფრანგეთი რეპლიკების წინააღმდეგ ომს აგრძელებს

DON'T FAKE IN FRANCE: საფრანგეთი რეპლიკების წინააღმდეგ ომს აგრძელებს

ოლიმპიური თამაშების ციებ-ცხელების დროს, საფრანგეთის პოლიცია ცნობილი ბრენდების რეპლიკების წინააღმდეგ ბრძოლას ამკაცრებს.

რას ველით ოლიმპიადის გახსნით ცერემონიაზე

რას ველით ოლიმპიადის გახსნით ცერემონიაზე

პარიზის ოლიმპიადას მთელი მსოფლიო სულმოუთქმელად ელის. ფრანგი ორგანიზატორები თვეების განმავლობაში ექსტრავაგანტურ გახსნით ცერემონიალზე საუბრობენ და ჩვენი მოლოდინებით დღითი-დღე იზრდება. უკვე ვიცით, რომ სნუპ დოგი ოლიმპიურ სცენაზე ჩირაღდანს მიიტანს, ცერემონიალზე კი ლედი გაგა და სელინ დიონი იმღერებენ.

ზაფხულის N1 აქსესუარი Chicorée-სგან

ზაფხულის N1 აქსესუარი Chicorée-სგან

როგორც კი ზაფხულის კაშკაშა მზე გამოასხივებს, მზისგან დამცავი სათვალე must-have აქსესუარების სიაში პირველ ადგილზე ინაცვლებს. ქართული ბრენდის Chicorée უკვე ერთი წელია მომხმარებელს განსხვავებული და ეფექტური ვიზუალის სათვალეებით ანებივრებს. გამორჩეული ფერთა გამის, კომფორტისა და სტილის შერწყმა ბრენდის პროდუქციაში მარტივად შეიმჩნევა.

ზევით