Მაქსიმალიზმის დედოფალი - აირის აპფელი

Მაქსიმალიზმის დედოფალი - აირის აპფელი

სამყაროში, სადაც მაქსიმალიზმს ხშირად უაზრო ქაოსად აღიქვამენ, აირის აპფელმა ის ცხოვრების წესად და თვითგამოხატვის საშუალებად აქცია. ქალი, რომელმაც მოდაში, ინტერიერის დიზაინში, ხელოვნებასა და კულტურაში უდიდესი მემკვიდრეობა დატოვა, 102 წლის ასაკში გარდაიცვალა.

5 რამ, რაც თქვენი გაზაფხულის LOOK-ს გაამრავალფეროვნებს

5 რამ, რაც თქვენი გაზაფხულის LOOK-ს გაამრავალფეროვნებს

გაზაფხულის სეზონი ყოველთვის სიურპრიზებით გამოირჩევა. ხანდახან გვიჭირს განვსაზღვროთ, რა ჩავიცვათ, რადგან დღის განმავლობაში ამინდი ხშირად იცვლება. The Diary-ის რედაქცია ამჯერად გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის მოსამზადებლად რამდენიმე ხრიკს გაგიზიარებთ.

მალინა ბერეკაშვილის გეგმები და სპორტული თერაპიის ცენტრი საქართელოში

მალინა ბერეკაშვილის გეგმები და სპორტული თერაპიის ცენტრი საქართელოში

თუმცა, დღეს მალინას შესახებ არ ვსაუბრობთ. დღეს აუტისტური სპექტრის მქონე შვილის დედას ვესაუბრებით, რომელიც საკუთარ გამოცდილებას მშობლის და სამედიცინო სფეროში მოღვაწე პროფესიონალის მხრიდან გვიზიარებს.

ANNIE LEIBOVITZ x IKEA პარიზის მოდის კვირეულზე

ANNIE LEIBOVITZ x IKEA პარიზის მოდის კვირეულზე

იკეას მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მსოფლიოს გარშემო ადამიანების 48% თვლის, რომ მედიაში მათი ოჯახური ყოფა არასაკმარისადაა წარმოდგენილი. პროექტის მიზანს სწორედ ამ ფაქტის გამოსწორება და რიგითი ადამიანების ოჯახურ ცხოვრებაზე ცნობადობის ამაღლება წარმოადგენდა.

ხელოვნება კოსმოსში - ჯეფ კუნსის სკულპტურები მთვარეზე დაეშვა

ხელოვნება კოსმოსში - ჯეფ კუნსის სკულპტურები მთვარეზე დაეშვა

22 თებერვალს მისია “ოდისევსის” მთვარეზე დაშვებასთან ერთად, ჯეფ კუნსის სკულპტურათა სერია პირველი ავტორიზებული ხელოვნების ნიმუში გახდა, რომელმაც მთვარის ზედაპირს მიაღწია. სერია სახელწოდებით “მთვარის ფაზები” ამერიკული კომპანიის რაკეტასთან - SpaceX Falcon 9-თან ერთად დაეშვა და 1972 წლის შემდეგ, მთვარეზე პირველი ამერიკული მისიის ნაწილი გახდა.

THE ROW-ის ჩვენებაზე დებმა ოლსენებმა ტელეფონების გამოყენება აკრძალეს

THE ROW-ის ჩვენებაზე დებმა ოლსენებმა ტელეფონების გამოყენება აკრძალეს

იცოდით, რომ არსებობს რამდენიმე ნივთი, რომელთა შეტანაც მოდის კვირეულის ჩვენებებზე მკაცრად აკრძალულია, მათ შორისაა გაყინული ნივთები და ჭურჭელი, The Row-სთვის ამ ნივთების სიას მობილური ტელეფონი და კამერაც შეემატა. 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონისთვის, მერი-ქეით და ეშლი ოლსენებმა, ჩვენებაზე გადაღება და მათი სოციალურ ქსელში განთავსება აკრძალეს, რითაც, The Row-ის შოუ, პარიზისკენ მიპყრობილი მილიონობით მაყურებლის თვალთახედვიტ მიღმა დატოვეს.

EDU LAB - ადგილი, სადაც უკეთესი მომავლის შენებაში გეხმარებიან

EDU LAB - ადგილი, სადაც უკეთესი მომავლის შენებაში გეხმარებიან

დიდხნიანი ძებნის შემდეგ, The Diary-ს გუნდმა Edu Lab - საგანმანათლებლო ლაბი აღმოაჩინა, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. Edu Lab მოსამზადებელი ცენტრია, რომელიც დაინტერესებულ პირებს ინოვაციურ, თანამედროვე და შედეგზე ორიენტირებულ სასწავლო პროცეს სთავაზობს.

AI-ის მიერ გენერირებული არქიტექტურა რეალურ სამყაროში?!

AI-ის მიერ გენერირებული არქიტექტურა რეალურ სამყაროში?!

ეჭვი არ გვეპარება, რომ თქვენს feed-ზე AI-ის დახმარებით გენერირებული ინტერიერის დიზაინის, თუ არქიტექტურული ნამუშევრები უკვე არა ერთხელ შეგხვდებოდათ. AI-ს პირველი გამოჩენიდან თითქმის ათწლეულის შემდეგ, Dall-E-ის, Midjourney-სა და Stable Diffusion-ის დახმარებით, ყველაზე წარმოუდგენელი, განსაცვიფრებელი და შთამბეჭდავი პროექტები გამოჩნდა. საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა მათი რეალურ სამყაროში შექმნა?!

გალერეა „ართბითი“ ავთო მესხის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს

გალერეა „ართბითი“ ავთო მესხის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს

„არაოფიციალური ხელოვნების“ ერთ-ერთი წარმომადგნელის, ავთო მესხის პერსონალურ გამოფენას გალერეა „ართბითი“ 23 თებერვლიდან მასპინძლობს. ავთო მესხი ალბათ ერთ-ერთი იშვიათი ხელოვანია, რომლის პრაქტიკაც ერთბაშად მოიცავს და უკავშირდება კუბიზმს, აბსტრაქციონიზმსა და კონსტრუქტივიზმს.

კრისტოფერ ნოლანის "ამოჩემებული" მსახიობები

კრისტოფერ ნოლანის "ამოჩემებული" მსახიობები

ერთი და იგივე მსახიობების რამდენიმე ფილმში დასაქმება ბევრ რეჟისორს ახასიათებს, თუმცა კრისტოფერ ნოლანისეული „ამოჩემება“ ნამდვილად განსხვავებულია და ის მხოლოდ სამსახურებრივ ურთიერთობას არ ეფუძნება.

ზევით