GOGO!

ქეთა ლომიძე: „უბრალოდ უნდა დაიჯერო შენი საქმის და მისთვის იბრძოლო“

ქეთა ლომიძე: „უბრალოდ უნდა დაიჯერო შენი საქმის და მისთვის იბრძოლო“

ნათელი გონებისთვის არ არსებობს საზღვრები, შეზღუდვები ან ჩაკეტილი სივრცე, ის გამოსავალს ყოველთვის პოულობს და შთაგონების ძიებაში ზოგჯერ საკუთარ საწყისსაც უბრუნდება, ასე მოხდა ერთი ძალიან ნიჭიერი, შრომისმოყვარე და ყოვლისშემძლე გოგოს ცხოვრებაშიც - ქეთა ლომიძემ, რომელთა რეგალიისა და საქმენი საგმირონის ჩამოთვლა აუცილებლად შორს წაგვიყვანს, პანდემიის პერიოდში სტარტაპი წამოიწყო და Loop-ით ბიზნესსამყაროს კიდევ ერთი ახალი ამპლუით შეუერთდა.

სიყვარულით GOGO!-სგან: თუ ძვირფასი ადამიანისთვის საჩუქარს ეძებ

სიყვარულით GOGO!-სგან: თუ ძვირფასი ადამიანისთვის საჩუქარს ეძებ

ვებ-პლატფორმა The Diary 1 წლის წინ ქალების ხელით შეიქმნა, ჯერ კიდევ სტარტაპის ეტაპზე ყოფნის პროცესში გადავწყვიტეთ, რომ ქართველი ქალი ანტრეპრენებისთვის მხარდაჭერა უნდა გამოგვეცხადებინა და მაქსიმალურად დავხმარებოდით თითოეულ გოგოს/ქალს საკუთარი მიზნების მიღწევაში.სწორედ ამ მიზნით საქართველოს მეწარმეთა ასოციაციასთან მემორანდუმი გავაფორმეთ და ჩვენი მკითხველისთვის ყოველკვირეული რუბრიკა GOGO! შევქმენით.

ეკომეგობრული „აზურიტი“: გადამუშავებული ქაღალდისგან შექმნილი დეკორატიული ნივთები

ეკომეგობრული „აზურიტი“: გადამუშავებული ქაღალდისგან შექმნილი დეკორატიული ნივთები

დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ ქართულ ბაზარზე ინოვაციური, ესთეტიკური და რაც მთავარია ეკომეგობრული ბრენდი „აზურიტი“ გამოჩნდა. პროფესიით არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალების რესტავრატორმა ანი შეროზიამ გადამუშავებული ქაღალდისგან ინტერიერის დეკორატიული ნივთების დამზადება დაიწყო.

თიკა დუღაშვილის ღვინის ეზო N1 –  შენი ოჯახი საქართველოში!

თიკა დუღაშვილის ღვინის ეზო N1 –  შენი ოჯახი საქართველოში!

პროფესიით ჟურნალისტი და მუსიკისმცოდნე თიკა დუღაშვილი ტურიზმის ინდუსტრიაში, ქართველ ქალ მეწარმეთა რიგებს სამი წლის წინ შეუერთდა. მთელი მსოფლიოსთვის საქართველოს გაცნობის სურვილმა - კოსმოპოლიტურმა იდეამ, თიკა საკუთარ ბიზნესამდე - ღვინის ეზო N1-მდე მიიყვანა.

„ფერია“ - ფერადი ყოველდღიური სამოსის  ახალი სტარტაპი, რომელსაც შეიყვარებთ

„ფერია“ - ფერადი ყოველდღიური სამოსის ახალი სტარტაპი, რომელსაც შეიყვარებთ

დღეს, კიდევ ერთი ქართული სტარტაპის საოცრად ფერადი, მხიარული და კომფორტული „ფერიას“ შესახებ გიამბობთ და უახლესი სპორტული სამოსის ბრენდის საწყისებზე, „ფერიას“ ფილოსოფიასა და სამომავლო გეგმებზე მისი დამფუძნებლის ირინკა ლეჟავასგან შევიტყობთ.

Gerlisol - მხატვრობის სიყვარულით შექმნილი სახლის დეკორის სტარტაპი

Gerlisol - მხატვრობის სიყვარულით შექმნილი სახლის დეკორის სტარტაპი

მხატვრობისა და ხელნაკეთი ნივთების სიყვარულმა მარი გერლიანს ბიძგი მისცა ახალი ქართული სტარტაპისთვის ჩაეყარა საფუძველი. ხელოვნება მარის ცხოვრებაში ყოველთვის არსებობდა და განსაკუთრებული ადგილიც ეკავა, თუმცა ჩანაფიქრის რეალობად ქცევამდე ყოველთვის იყო სხვადასხვა სახის დაბრკოლება, მსოფლიო პანდემიამ კი, როგორც არა ერთ ქართულ სტარტაპს, მარის საშუალება მისცა დიდი ხნის ოცნება აეხდინა.

SENSELF - ანი ფხაკაძის და გვანცა სალაყაიას  ბრენდი, რომელიც Beauty სამყაროს შეაზანზარებს

SENSELF - ანი ფხაკაძის და გვანცა სალაყაიას ბრენდი, რომელიც Beauty სამყაროს შეაზანზარებს

ბიზნესმენების ოჯახში გაზრდილი ახალგაზრდა ლამაზმანის წარმატებული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ არც არასდროს იდგა, თუმცა ანი ფხაკაძის ცხოვრებაში იმაზე გასაოცარი სიახლეა, ვიდრე წარმოვიდგენდით. მრავალწლიანმა გამოცდილებამ ანი საკუთარ ბრენდამდე მიიყვანა, რომელიც დიდი ხნის მეგობართან - დიზაინერ გვანცა სალაყაიასთან ერთად, ორ წლიანი კვლევების, სამზადისისა და შრომის შემდეგ შექმნა. ამჯერად The Diary საოცარი SENSELF-ის შესახებ გიამბობთ.

Happy Green - ჯანსაღი დეტოქს წვენების სტარტაპი

Happy Green - ჯანსაღი დეტოქს წვენების სტარტაპი

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ბავშვობისდროინდელი ოცნების ახდენის მიზნით, ანა გაგუამ და ლიზა აბრამიშვილმა ჯანსაღი საკვების მაღაზია - Happy Green დააფუძნეს. დეტოქს წვენები, სმუზები თუ მცენარეული რძე - Happy Green ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღსა და მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცნოთ.

ქეთევან ბოლქვაძე - 22 წლის მეწარმე „პატარა სოფლიდან დიდი ამბიციებით“

ქეთევან ბოლქვაძე - 22 წლის მეწარმე „პატარა სოფლიდან დიდი ამბიციებით“

დღეს, 22 წლის ყველის მეწარმე ქეთევან ბოლქვაძეს გაგაცნობთ, გოგონას პატარა სოფლიდან დიდი ამბიციებითა და გეგმებით, რომელსაც სჯერა, რომ ადრე თუ გვიან ყველა ოცნება აუხდება და ქართველი მოსახლეობა გაიცნობს როგორც ნატურალური პროდუქციის მწარმოებელს. მანამ კი ქეთის ჩვენთვის ბევრი რამ აქვს მოსაყოლი ოჯახურ ბიზნესზე, ფერმასა და დიდ სამომავლო გეგმებზე.

მემემე - სამოსი, რომელიც ბავშვებს მოსწონთ. კვირის GOGO!-ების საოცრად ფერადი ბრენდი

მემემე - სამოსი, რომელიც ბავშვებს მოსწონთ. კვირის GOGO!-ების საოცრად ფერადი ბრენდი

მე, მე, მე, - ეგოცენტრულად ჟღერს არა?! არა, თუკი ეს სიტყვა ბავშვისგან გვესმის, რომელიც საკუთარ თავს და სურვილებს ყოველთვის წინა ფლანგზე აყენებს. ჰოდა, ბავშვის გულწრფელი გამოძახილით ორმა ძალიან კრეატიულმა GOGO!-მ ახალი ქართული ბრენდი დაასათაურა. „მემემე“ რუსა დათუკიშვილისა და სოფო ბოლცეს ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც პანდემიის პერიოდში შეიქმნა.

ზევით