საზოგადოება

10 ადამიანი დაუნის სინდრომით, რომლებიც სტერეოტიპებს ამსხვრევენ

10 ადამიანი დაუნის სინდრომით, რომლებიც სტერეოტიპებს ამსხვრევენ

არ არსებობს ქვეყნად რამე, რისი გაკეთებაც დაუნის სინდრომის მქონდე ადამიანებს არ შეუძლიათ, ისინი ამაში ყოველდღიურად გვაწმუნებენ. ქრომოსომული გენეტიკური ცვლილების მქონე ადამიანები ანგრევენ ბარიერებს, რომლებიც საზოგადოებამ მათ წინ ოდესღაც ააშენა, ამსხვრევენ სტერეოტიპებს და საოცარი წარმატებიც გვევლინებიან ხელოვნებაში, მოდასა თუ სპორტის სახეობებში.

„ზელენსკის ეფექტი“ და ემანუელ მაკრონის ახალი სტილი

„ზელენსკის ეფექტი“ და ემანუელ მაკრონის ახალი სტილი

​ „ზელენსკის ეფექტი“ ასე უწოდა BFM-ის ჟურნალისტმა რაფაელ გრაბლიმ, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის უკანასკნელ გამოჩენას. გასულ კვირას, ელისეის სასახლეს პრეზიდენტი, აქტუალური თემების განსახილველად და რამდენიმე მნიშვნელოვანი ზარის განსახორციელებლად ესტუმრა, თუმცა რუტინული საპრეზიდენტო მოვალეობების შესრულების პარალელურად ყველას, თვალი ემანუელ მაკრონის უჩვეულო ჩაცმულობამ მოჭრა.

ეს ჩვენება ეძღვნება სიმამაცეს და სიყვარულისა და მშვიდობის გამარჯვებას - დემნა

ეს ჩვენება ეძღვნება სიმამაცეს და სიყვარულისა და მშვიდობის გამარჯვებას - დემნა

ამ შოუს გაუქმება ნიშნავს დანებებას, დანებებას იმ ბოროტების გამო, რომელიც ასე მტკივა უკვე თითქმის 30 წელია. მე გადავწყვიტე, რომ ვეღარ შევწირავ ჩემს თავს უაზრო, უგულო ომის ეგოს. ამ შოუს ახსნა არ სჭირდება. ის ეძღვნება სიმამაცეს, სიყვარულსა და მშვიდობის გამარჯვებას.

რა გზა უნდა გაიაროს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განცხადების შეტანის შემდეგ?

რა გზა უნდა გაიაროს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განცხადების შეტანის შემდეგ?

თანასწორობის, თავისუფლებისა და მშვიდობის იდეისკენ - ევროკავშირისკენ, უკრაინის კვალდაკვალ ნაბიჯი საქართველომაც გადადგა. 3 მარტს საქართველომ ოფიციალურად მიმართა ბლოკს გაწევრიანების განცხადებით, რა გულისხმობს „დაჩქარებული მოთხოვნა“, შეგვეხება თუ არა ის უკრაინასთან ერთად ჩვენც, რა წინაპირობები უნდა დააკმაყოფილოს საქართველომ და როგორ გამოიყურება პროცედურის ხანგრძლივობა ეს ახლა დასმული ყველაზე აქტუალური შეკითხვებია და ვეცდებით მათ პასუხი გავცეთ.

სოფია ჟირაუ Victoria's Secret-ის დაუნის სინდრომის მქონე პირველი მოდელია: „ყველა ოცნება შეიძლება ახდეს“

სოფია ჟირაუ Victoria's Secret-ის დაუნის სინდრომის მქონე პირველი მოდელია: „ყველა ოცნება შეიძლება ახდეს“

სოფია ჟირაუმ, Victoria's Secret-ის ინკლუზიურობის ახალი ისტორია დაწერა, 24 წლის მოდელი პუერტო რიკოდან გახდა პირველი მოდელი დაუნის სინდრომით, რომელმაც ბრენდის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. სოფიამ Love Cloud-ის კოლექციის კამპანიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მიზნად ისახავს „გაამყაროს Victoria's Secret-ის ურთიერთობა ქალებთან“.

დონალდ ტრამპის პლატფორმა TRUTH უკვე ხემისაწვდომია

დონალდ ტრამპის პლატფორმა TRUTH უკვე ხემისაწვდომია

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სოციალური მედია პლატფორმა სახელწოდებით TRUTH Social უკვე რამდენიმე საათია, რაც App Store-ზე უკვე ხელმისაწვდომია. მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმის ანონს ბევრმა ტრამპის მორიგი მუქარა უწოდა, ტექნოლოგიური გიგანტების წინააღმდეგ მიმართული ბერკეტი ყოფილმა პრეზიდენტმა უკვე აამუშავა და ნელ-ნელა მისი მასშტაბების გაზრდასაც შეეცდება.

ნონა გაფრინდაშვილის მორიგი წარმატება NETFLIX-ის წინააღმდეგ

ნონა გაფრინდაშვილის მორიგი წარმატება NETFLIX-ის წინააღმდეგ

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის სარჩელი Netflix-ის წინააღმდეგ წინ მიიწევს. კალიფორნიის ფედერალურმა მოსამართლემ ვირჯინია ა. ფილიპსმა არ დააკმაყოფილა Netflix-ის შუამდგომლობა ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრძოლა გრძელდება!

მე არავინ მიმიტოვებია – მე მხოლოდ საკუთარი თავის საძიებლად წავედი…

მე არავინ მიმიტოვებია – მე მხოლოდ საკუთარი თავის საძიებლად წავედი…

გელა ჩარკვიანმა წლების განმავლობაში ბევრი რამ აკეთა: იყო პოლიტიკურ ასპარეზზე, სხვადასხვა მიმართულებით კითხულობდა ლექციებს, წერდა მუსიკას. ცხოვრების გზაზე იყო ბედნიერი მომენტებიც, ტრიუმფებიც და ჩავარდნებიც, მაგრამ არასოდეს სერიოზული შეცდომა არ დაუშვია.

რატომ შეიცვალა სახელი Facebook-მა? მსოფლიოს წამყვანი სოციალური ქსელის რებრენდინგის დეტალები

რატომ შეიცვალა სახელი Facebook-მა? მსოფლიოს წამყვანი სოციალური ქსელის რებრენდინგის დეტალები

მანამ, სანამ მარკ ცუკერბერგის გადაწყვეტილებას სიღრმისეულად განვიხილავთ და მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის რებრენდინგის საკითხს პუნქტებად ჩავშლით, ყველაზე აქტუალურ შეკითხვას „ადამიანურ ენაზე“ ვუპასუხებთ. დიახ, Facebook-მა სახელი შეიცვალა და ამიერიდან კომპანია META-ს სახელით განაგრძობს მოღვაწეობას, მაგრამ სოციალური ქსელის სახელი უცვლელი რჩება.

„ამრა“ - თავისუფლების კუნძული სოხუმში

„ამრა“ - თავისუფლების კუნძული სოხუმში

რესტორანში „ამრა“ სოხუმის გამორჩეული მულტიკულტურული და მულტინაციონალური ხალხი იყრიდა თავს. პოეტები, მხატვრები და არამხოლოდ, მიირთმევდნენ ყავას, გაცვლიდნენ იდეებს და სოხუმის ბულვარში კამათელსაც გააგორებდნენ, „დუ-შაში“. სოხუმი იყო ურთიერთობები - ასე იტყვიან ხოლმე, „ამრა“ კი, ადგილი, სადაც ეს ურთიერთობები ყალიბდებოდა და ვითარდებოდა. „ამრას“ მდებარეობაც ხელსაყრელი იყო შემოქმედებითი ურთიერთობებისთვის. აქედან ქალაქი ხელისგულზე მოჩანდა და ირგვლივ ზღვა და ზღვაში მიმოფანტული ხომალდები და აფრიანი ნავები.

ზევით