#ფსიქოლოგის კაბინეტი

ფსიქოლოგის კაბინეტი: მადლიერება და ბედნიერება

გაზიარება:

ფსიქოკონსულტანტი და ნეირო ლინგვისტური პროგრამირების პრაქტიკოსი ნათია ფარქოსაძე The Diary-ს მკითხველს მადლიერებისა და ბედნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრება.

მადლიერება ჩვენი სიცოცხლის ხარისხის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რაც მის ცხოვრებაში უკვე არის და ხდება და რის შემდეგაც თვისობრივად იცვლება მისი აზროვნების აქცენტები და  ვექტორები. ადამიანი ეჩვევა ფიქრს კარგზე და უკეთესს ხედავს  საკუთარ ცხოვრებაში და მის ირგვლივ მყოფ ადამიანებში,  რის შემდეგაც რაზეც თავად ფიქრობს, ის განაპირობებს მისი ცხოვრების მომდევნო მოვლენებს და ისეთი ხდება ის თავადაც. ეს კანონია, ამას ვერავინ გაექცევა. მადლიერების გამომუშავებას სჭირდება მონდომება, ცოდნა, ნებისყოფა და დრო. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება მრავალფეროვანია, ასეთი ადამიანის აზროვნება ადვილად უმკლავდება ნეგატიური აზრების შემოტევას, რაც საბოლოო ჯამში ათავისუფლებს ტვინს ნეგატიური ენერგიის გამომუშავებისგან და უზრუნველყოფს მისი  ცნობიერების სისუფთავეს ყველაზე სტრესულ მდგომარეობაშიც კი, რადგან მადლიერებით სავსე ცნობიერება განაპირობებს ყოფიერების ხარისხს.

იყო ბედნიერი – არის ყოველი ცოცხალი არსების ბუნებრივი მისწრაფება. სწორედ ამიტომ მადლიერება სიცოცხლის ხარისხს ამაღლებს, ხელს უწყობს ირგვლივ სილამაზის დანახვას და ადამიანს გზას უხსნის უკეთესი მომავლისკენ. უმადური ადამიანი კი ემსგავსება უწყლოდ დარჩენილ ყვავილს, რომლის ყოფნა-არყოფნის საკითხი დამოკიდებულია მომვლელზე. ვინ არის თქვენი მომვლელი? სად არის ის? შორს ხომ არ არის წასული? არა, ის არსად წასულა, თქვენი მომვლელი და ობზერვერი თავად თქვენ ხართ, თქვენი საღი აზროვნება, თქვენი ჭეშმარიტი “მე”. მიეცით მას უფლება იმოქმედოს და გაგხადოთ უკეთესი!

თუ თქვენ გააცნობიერებთ ამ ჭეშმარიტებას, მაშინ თქვენი აზროვნებაც და მოქმედებაც შეიცვლება. დროებით შეაჩერეთ სარეველა აზრების ნაკადი, გადაიტანეთ ყურადღება მადლიერების გამოხატვის აუცილებლობაზე და შემდეგი რამდენიმე წუთი გაატარეთ ფიქრში  მადლიერებაზე. ყოველ დილით გააკეთეთ მადლიერების სავარჯიშო: მაგალითად:

მადლობა ღმერთო, universe, რომ:

• მე მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი;

• მე მაქვს  სამსახური;

• მე გავიღვიძე დილით და ჩემთან ერთად გაიღვიძა იმ რამდენიმე ადამიანმა ვინც ასე ძვირფასია ჩემთვის;

• ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი გაზაფხული მოვიდა;

 • მე ჯანმრთელი და ახალგაზრდა ვარ;

• მე მაქვს ძალა განვახორციელო ცვლილებები;

• მე ვხედავ მზეს, ვგრძნობ მის სითბოს და მესმის სამყაროს ლამაზი ხმები (ჩიტების ჭიკჭიკი, ხეების შრიალი, წვიმის ხმა, საყვარელი ადამიანების ხმა) და  ა.შ

და ბოლოს, გახსოვდეთ ნუ გამოიყენებთ თქვენს უნიკალურ ენერგიას რეალობასთან მუდმივ კამათსა თუ უკმაყოფილებაზე, დააინსტალირეთ თქვენთვის სასურველი ახალი პროგრამები გონებაში და თქვენი სასიცოცხლო ენერგია გამოიყენეთ სიყვარულისთვის, თანადგომისთვის, ჩახუტებისთვის და სიკეთისთვის, შექმენით ისეთი სამყარო, რომ ადამიანებს მოუნდეთ თქვენთან ყოფნა, ამით უდიდეს საჩუქარს გაუკეთებთ საკუთარ თავსაც და ირგვლივ მყოფებსაც.

ზევით