2020 წლის ყველაზე და-GOOGLE-ვადი ვარსკვლავები

googled stars cover

2020 წლის მანძილზე Google-ის საძიებო სისტემაში ყველაზე აქტუალური თემა ახალი კორონა ვირუსი და მასთან დაკავშირებული ახალი ამბები გახლდათ, თუმცა კოვიდის თემის მიღმა GOOGLE-მა იმ ვარსკვლავების სია შემოგვთავაზა, რომელთა სახელებიც ინტერნეტ მომხმარებლებმა გასული წლის მანძილზე ყველაზე ბევრჯერ და-GOOGLE-ეს.

lea michele googled

#10 ლეა მიჩელი

მსახიობი წლის დასაწყისში აქტუალური არც ისე სასიამოვნო ინციდენტის გამო გახდა. ტელე შოუ Glee-ის თანავარსკვლავმა - სამანტა უაიარმა ლეა მიჩელი გადასაღებ მოედანზე მის მიმართ უხეშ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა. ამ ამბავს რამდენიმე სხვა მსახიობის განცხადებებიც მოჰყვა. მოგვიანებით ლეამ მსახიობს ბოდიში Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტის საშუალებით მოუხადა.

ryan dorsey googled

#9 რაიან დორსი

ტელე-შოუების მსახიობის, რაიან დორსის მიმართ ინტერესი იმ ოჯახური ტრაგედიის გამო გაჩნდა, რომელიც 2020 წლის ივლისში, პირუს ტბაზე მოხდა. რაიანის ყოფილი მეუღლე ტბაში დაიხრჩო. მსახიობი ამჟამად ერთადერთ ვაჟს - ჯოზის მარტო ზრდის.

danny masterson googled

#8 დენი მასტერსონი

დენი მასტერსონი შესრულებული როლების ნაცვლად იმით დაამახსოვრდებათ, რომ მსახიობს ბრალად 2001-დან 2003 წლამდე 3 ქალის გაუპატიურება ედება ბრალად. სასამართლოში საქმე სწორედ 2020 წელს აღიძრა და მეორეხარისხოვანმა მსახიობმაც თავისი 1 წუთიანი დიდება ჰპოვა.

joaquin phoenix googled

#7 ხოაკინ ფენიქსი

ხოაკინ ფენიქსისთვის 2020 განსაკუთრებით წარმატებული წელი აღმოჩნდა. მსახიობმა წლის დასაწყისში Joker-ში შესრულებული როლისთვის ყველა სამსახიობო ჯილდო მოხიკა, ბოლოს კი ოქროზე ნადირობა მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის მოპოვებული კინო აკადემიის უმაღლესი ჯილდოთი - “ოსკარით” დაასრულა.

amber heard googled

#6 ემბერ ჰარდი

ჯონი დეპთან სკანდალური განშორების პროცესს, 2020 წელს სასამართლოში ყოფილი ქმრის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი მოჰყვა, რომელშიც ემბერ ჰარდი ირწმუნებოდა, რომ ექსმა მასზე ფიზიკურად იძალადა. დეპმა ერთ-ერთ ტაბლოიდს იმის გამო უჩივლა, რომ სტატიაში მას “ცოლზე მოძალადე” უწოდეს, მაგრამ მსახიობმა სასამართლო წააგო.

ricky gervais googled

#5 რიკი გერვაისი

როგორც ჩანს, 2020 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოების წაყვანის შემდეგ, რიკი გერვაისით და მისი ფენომენალური მონოლოგით ბევრი დაინტერესდა.

timothee chalamet googled

#4 ტიმოთი ჩალამეტი

ახალგაზრდა მსახიობი ბოლო წლების ნამდვილი სენსაციაა, თუმცა 2020-ში მის მიმართ გაათმაგებული ყურადღება ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტოებმა მიიპყრო, რომლებშიც ტიმოთი ჩალამეტი მსახიობ ეიზა გონსალესთან ერთად ჯაკუზიში ნებივრობს.

jada smith googled

#3 ჯადა პინკეტ

უილ სმიტის და მისი ოჯახის მიმართ ინტერესი არასდროს იკლებს, თუმცა ბოლო 12 თვის მანძილზე ცნობილი წყვილი ტაბლოიდების ჰედლაინებში ჯადა პინკეტ სმიტის ყოფილი რომანის გამო მოხვდა. ამერიკელი მომღერალი - აუგუსტ ალსინა ირწმუნებოდა, რომ ჯადასთან რომანტიკულ ურთიერთობაში იმყოფებოდა და ამის შესახებ უილ სმიტმაც კარგად იცოდა. ჭორების გავრცელების შემდეგ, პინკეტ სმიტი საკუთარ შოუში მეუღლესთან ერთად დაჯდა და განმარტა, რომ აუგუსტთან შეხვედრის დროს ის და უილი დაშორებულები იყვნენ.

chris delia googled

#2 კრის დელია

კრის დელიაც იმ მსახიობი მამაკაცების სიას მიეკუთვნება, რომელსაც გასული წლის მანძილზე სექსუალურ შევიწროვებაში ბრალი ათობით ქალმა დასდო.

tom hanks googled

#1 ტომ ჰენკსი

ორგზის ოსკაროსანი მსახიობი გასულ წელს აქტუალური კორონა ვირუსის გამო გახდა. ტომ ჰენკსი და მისი მეუღლე - რიტა უილსონი ფაქტიურად პირველები იყვნენ იმ ვარსკვლავებს შორის, რომლებსაც კოვიდი დაუდასტურდათ. ჰენკსი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის საშუალებით აქტიურად გვიზიარებდა.

ზევით