9 თვის ორსული კელი როულანდი ინტერნეტს იპყრობს

kelly rowland baby bump cover

კელი როულანდი ბავშვს დღე-დღეზე ელოდება, მაგრამ 39 წლის მომღერალი ერთი წუთითაც არ აპირებს შესვენებას. Destiny's child-ის ყოფილმა წევრმა ინსტაგრამზე Tik-tok-ის ვიდეო გააზიარა, სადაც შავ, მოტკეცილ კომბინიზონსა და მაღალ ყელიან ჩექმებში გამოწყობილი პოზირებს, ვიდეოს ბოლოს კი კამერისკენ მოემართება.

 

მომღერლის პოსტმა რამდენიმე საათში ათი ათასობით ნახვა და აღფრთოვანებული მიმდევრების ასობით კომენტარი დააგროვა. ერთ-ერთმა ინტერნეტ მომხმარებელმა კელის Instagram-ზე ყველაზე სექსუალური ორსულიც კი უწოდა. 

9 თვის ორსულია და ჩემზე კარგად გამოიყურება. 

როულენდმა მიმდევრების ქება-დიდება რამდენიმე თვის წინაც დაიმსახურა, როდესაც ერთ-ერთ ინსტაგრამ პოსტში გამობურცული მუცლის ფოტოები გაგვიზიარა. მაშინ კელი 6 თვის ორსული გახლდათ. მუსიკოსი ცნობილმა გამოცემამ, Women’s Health magazine-მა გარეკანზე დაბეჭდა.

kelly baby bump

როულენდი პატარას იანვრის ბოლოს ელოდება. ბავშვი მომღერლისთვის და მისი მეუღლისთვის - ტიმ უიზერსპუნისთვის მეორე შვილი იქნება. წყვილის პირველი ვაჟი - ტიტანი უკვე 6 წლისაა.

kelly rowland family

ზევით