ადელი ოფიციალურად მარტოხელაა

adelle divorce ადელი ქმარს დაშორდა

2 წლიანი სასამართლო დავის შემდეგ, ადელი და მისი ყოფილი მეუღლე - საიმონ კონეკი საბოლოო შეთანხმებამდე მივიდნენ. ინფორმაცია პოპ ვარსკვლავის განქორწინების შესახებ 2019 წლის აპრილში გახდა ცნობილი, თუმცა მაშინ წყვილს კომენტარი არ გაუკეთებია. განქორწინების საბოლოო საბუთი მზადაა, თუმცა მას ჯერ ხელი ლოს ანჟელესის ოლქის მოსამართლემ უნდა მოაწეროს.

ადელი და ყოფილი მეუღლე
ადელი და ყოფილი მეუღლე - საიმონ კონეკი

წყაროს ცნობით წყვილი საერთო მეურვეობაზე შეთანხმდა. ადელი და საიმონი ლოს ანჟელესში ერთ ქუჩაზე, მოპირდაპირე სახლებშიც კი ცხოვრობენ, იმისთვის რომ ბავშვის ერთობლივად აღზრდა შესაძლებელი იყოს. მომღერალს ექს მეუღლეს 8 წლის ვაჟი - ანგელო ატკინსი ჰყავთ.

ადელი და საიმონი დაშორდნენ. მათი სურვილია, რომ პირადი სივრცე მივცეთ. რა თქმა უნდა, ისინი ანგელოს ერთად აღზრდას განაგრძობენ

მას შემდეგ, რაც ადელის განქორწინების ამბავი გახდა ცნობილი, ჭორები მომღერლისა და მისი ბრიტანელი კოლეგის - Skepta-ს რომანის შესახებ გავრცელდა.

adele and skepta
ამბობენ, რომ ადელი ბრიტანელ რეპერს - Skepta-ს ხვდება

ინფორმაცია ადელის წარმომადგენლებს არ დაუდასტურებიათ, თუმცა მომღელის ახლო გარემოცვაში ამბობენ, რომ ვარსკვლავის ვიზუალური გარდასახვა სწორედ ახალი ურთიერთობის დამსახურებაა.

ზევით