აი, ამ სტილში უნდა ჩაეცვა ემილის პარიზიდან!

emily in paris fashion cover

უკვე ოთხი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც Netflix-ზე სერიალი Emily in Paris გამოჩნდა, მაყურებელი კი მთავარი როლის შემსრულებლის სტილზე დღემდე ბჭობს. ჩანაფიქრში ლილი კოლინსის პერსონაჟი ახალი კერი ბრედშოუ უნდა ყოფილიყო, რომელიც ეკრანიდან პარიზული მოდის სურნელს ჩაგვასუნთქებდა, თუმცა სერიალის მხატვრებისა და დიზაინერების გადაწყვეტილებებს ბევრი არ ეთანხმება.

emily fashion

ფრანგული გამომცემლობა Grazia-ს რედაქტორი, მატილდა კარტონი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ტელე-შოუს შემქმნელებმა გადაამლაშეს.

ემილი ზედმეტად გაპრიალებული, ზედმეტად მონდომებულია. მისი სამოსი პარიზულ ყოველდღიურობაში წარმოუდგენელია

პარიზული სტილი სიმარტივეს ასხივებს, რომელსაც არა თუ განსაკუთრებული ძალისხმევა, არამედ ისიც არ ეტყობა, რომ ვიღაცამ სარკესთან 15 წუთზე მეტი დახარჯა.

lili collins in street

საინტერესოა ის, რომ ლილი კოლინსის სტილი გაცილებით შეესაბამება სერიალის მთავარ გმირს. რამდენიმე დღის წინ მსახიობი ლოს-ანჟელესის ქუჩებში დააფიქსირეს. ახალგაზრდა ქალი oversized მოსასხამსა და შავ, კოჭებთან გადაჭრილ შარვალში იყო გამოწყობილი. Look-ის ბოლო და პარიზული გლამურით გაჟღენთილი დეტალი კი გუჩის ფეხსაცმელი გახლდათ.

lili collins 2

ლილის სტილი მოდის კრიტიკოსებმა რამდენიმე თვის წინაც შეაქეს, როდესაც მსახიობმა ქუჩის სტილისთვის არჩევანი კარამელისფერ ტყავის მოსასხამზე, დახეულ ჯინსებსა და მოსასხამის ტონალობაში გადაწყვეტილ ფეხსაცმელზე შეაჩერა.

Netflix სერიალის მეორე სეზონის მომავალ წელს შემოგვთავაზებს. საინტერესოა, გაითვალისწინებენ თუ არა შოუს მხატვრები მოდის კრიტიკოსების აზრს. 

თუ მათ დავუჯერებთ, უმჯობესია კოლინზი გადაღებებს საკუთარი გარდერობით ეწვიოს.

ზევით