ბლეიკ ლაივლი მსოფლიო ბრენდებს აკრიტიკებს

გაზიარება:

ბლეიკ ლაივლის ინსტაგრამ გვერდი ყოველთვის სახალისო და „მსუბუქი" პოსტებითაა სავსე, თუმცა რამდენიმე დღის წინ მსახიობმა მიმდევრებს გული გადაუშალა და პოსტ სამშობიარო დეპრესიაზე ესაუბრა. ლაივლიმ რამდენიმე story გამოაქვეყნა. სხვადასხვა სამოსის ფოტოებზე გაკეთებული წარწერების საშუალებით კი მშობიარობის შემდეგ საკუთარ მდგომარეობაზე მოგვიყვა.

ყველა ეს კაბა ძალიან მომწონდა, მაგრამ თითქმის არც ერთი მათგანი არ მომერგო. ბავშვის გაჩენის შემდეგ, ქალისთვის ეს ძალიან მტკივნეული თემაა.

ბლეიკ ლაივლი ორსულად რაიან რეინოლდსი

ბლეიკმა story-ში მეგობარი - ქეით სტარინოც მონიშნა, რმელიც აქტიურად აკრიტიკებს ბრენდებს იმის გამო, რომ ხშირად ისინი კონკრეტული სამოსის დიდ ზომებს საერთოდ არ კერავენ. 

ქეითი და ბევრი სხვა არაჩვეულებრივი ქალი ბრენდებს მოუწუდებს, რომ კიდევ უფრო მეტი გააკეთონ, რათა ქალებმა თავი ასე მარტოსულად აღარ იგრძნონ.

Gossip Girl-ის ვარსკვლავი სტილის ნამდვილი icon-ია. მისი ჩაცმულობა მოდის კრიტიკოსების ქება-დიდებას ხშირად იმსახურებს, თუმცა მე-3 შვილის გაჩენის შემდეგ, მსახიობს წონაში დაკლება საკმაოდ გაუჭირდა. 29 წლის ლამაზმანს და მსახიობ მეუღლეს - რაიან რეინოლდსს მესამე პატარა გასული წლის ზაფხულში შეეძინათ. 

ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი

ზევით