ბელა ჰადიდი INSTAGRAM-ს დაუბრუნდა

bella hadid instagram დაბრუნდა

ბელა ჰადიდი რამდენიმე კვირიანი შესვენების შემდეგ Instagram-ს დაუბრუნდა. სუპერ მოდელი თვის დასაწყისში სოციალური მედიიდან გაურკვეველი მიზეზების გამო გაქრა. თაყვანისმცემლები ეჭვობდნენ, რომ ცნობილი დის - ჯიჯი ჰადიდის მსგავსად, ბელაც ორსულობის დამალვას ცდილობდა, მაგრამ ლამაზმანი სულ რაღაც 3 კვირაში დაბრუნდა და გაქრობის მიზეზების ახსნა პოსტით სცადა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Bella 🦋 (@bellahadid)

მიუხედავად იმისა, რომ პოსტი ახსნა-განმარტებით სახიათს ატარებდა, ფოტოებმა ჰადიდის 38 მილიონი მიმდევარი კიდევ უფრო დააბნია. ფოტო კოლაჟი სპირიტუალური ილუსტრაციით იწყებოდა, რომელსაც კედლზე გაკეთებული წარწერის ფოტო, წიგნების ფოტოები და ქაოტურად განლაგებული ნივთების სურათები მოსდევდა. პოსტის ტექსტი კი საკმაოდ ემოციური გახლდათ:

მე კვლავ ვიპოვე საკუთარი თავი, ძალა და სინათლე. აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, რომ დავეხმარო სხვებს. მადლობა ჩემს ანგელოზებს, რომლებიც გვერდში მედგნენ. თქვენ მე გადამარჩინეთ

ზევით