#ცნობილები

დემი ლოვატო ნარკოტიკებზე, დეპრესიასა და გულის შეტევაზე - Dancing with the Devil-ის თრეილერი მზადაა

გაზიარება:

2018 წლის ივლისში დემი ლოვატო საავადმყოფოში ნარკოტიკული საშუალებების გადაჭარბებული დოზის მიღების შემდეგ გადაიყვანეს. 28 წლის მომღერალს არა ერთხელ უსაუბრია იმის შესახებ, თუ როგორ მიიყვანა კვების პრობლემებმა სიკვდილამდე, მაგრამ დემის საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაცია არასდროს გაუნდია.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Demi Lovato (@ddlovato)

18 თებერვალს მუსიკოსის შესახებ გადაღებული 4 სერიანი დოკუმენტური ფილმის - Dancing with the Devil თრეილერი გამოვიდა, სადაც ლოვატო დოზის გადაჭარბებაზე, სიკვდილთან შეხვედრაზე და ფსიქიურ ჯანმრთელობაზე საუბრობს.

მე გულის შეტევა გადავიტანე. ჩემმა ექიმებმა თქვეს, რომ 5-10 წუთიღა მქონდა დარჩენილი.

თრეილერში დოკუმენტურ კადრებს ფონად დემის ხმა დაჰყვება. მუსიკოსი რთულ წარსულზე გულახდილად საუბრობს და იმასაც ამბობს, რომ კატების არ იყოს, 9 სიცოცხლე აქვს, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ერთი სიცოცხლეღა დარჩა.

ჩემს ტვინს გამოუსწორებელი ზიანი მიადგა. ვეღარ ვმართავ ავტომობილს, რადგან გამუდმებით ვხედავ შავ ლაქებს.

მიუხედავად ყველაფრისა, მომღერალი თვლის, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. ლოვატო ამბობს, რომ არაფერს შეცვლიდა, რადგან სწორედ მისმა წარსულმა მოიყვანა დღევანდელ დღემდე, როდესაც ის თავს კარგად გრძნობს და აკეთებს იმას, რაც ყველაზე მეტად უყვარს.

ზევით