ყველაფერი ბრიტნის შესახებ - NEW YORK TIMES-ის დოკუმენტური ფილმი პოპ მომღერლის ცხოვრებაზე

ბრიტნი სპირსი დოკუმენტური ფილმი

პოპ ლეგენდის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. ერთი შეხედვით ექსცენტრიული და სკანდალური ბრიტნი სპირსის კარიერისა, თუ პირადი ცხოვრების დეტალები ყოველთვის სააშკარაოზე იყო გამოტანილი, მაგრამ New York Times-ის ახალი დოკუმენტური ფილმის გამოსვლა საწინააღმდეგოზე მეტყველებს. ბიოგრაფიული ფილმი მომღერლის კარიერის გამორჩეულ, თუ რთულ მომენტებს, მისი მენტალური პრობლემების პერიოდს და მამასთან ურთიერთობას მოიცავს.

ბრიტნი სპირსი მამასთან ერთად
ბრიტნი სპირსი მამასთან - ჯეიმი სპირსთან ერთად

მიუხედავად იმისა, რომ პოპ სენსაცია მუსიკალურ ინდუსტრიაში, 100 მილიონი გაყიდული ალბომით, ყველაზე წარმატებულ არტისტებს შორის დღემდე მოწინავე პოზიციებს იკავებს, ბრიტნის საკუთარ ცხოვრებაზე, შვილებზე, თუ საბანკო ანგარიშებზე 100%-იანი კონტროლი არასდროს ჰქონია.

ბრიტნი სპირსი მენტალური აშლილობა
ბრიტნი 2007 წელს ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა

2008 წელს მომღერლის მამა - ჯეიმი სპირსი ადვოკატთან, ენდრიუ უოლეტთან ერთად ბრიტნის ქონების თანა-განმკარგავი გახდა. 2018 წელს უოლეტი თანამდებობიდან გადადგა, სპირსის მამა კი დღემდე შვილის ცხოვრების, თუ ფინანსების განმკარგველად რჩება. ამ ფაქტმა პოპ მუსიკოსის თაყვანისმცემლებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და მოგვიანებით სოციალურ მედიაში მოძრაობა Free Britney Spears ჩამოაყალიბა.

ბრიტნი სპირსი შვილებთან ერთად
ბრიტნი შვილებზე მეურვეობის დასაბრუნებლად დღემდე იბრძვის

Baby one more time- ის მომღერალმა საკუთარი ქონების განკარგვაზე უფლებების დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელიც კი შეიტანა, მაგრამ ლოს ანჟელესის სასამართლომ ბრიტნის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მამამისის უფლებები 2021 წლის სექტემბრამდე გააგრძელა. ჯეიმი სპირსი დეკემბერში CNN-თან ინტერვიუში გამოტყდა, რომ ქალიშვილი თვეებია არ ელაპარაკება.

მე მიყვარს ჩემი ქალიშვილი. როდესაც ოჯახის წევრს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ძალები უნდა მოიკრიბო და ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანი დაიცვა, მისი წინააღმდეგობის მიუხედავადაც კი…

Framing Britney Spears-ის პრემიერა 5 თებერვალს FX-ზე შედგება, მანამდე კი თრეილერს გთავაზობთ.

 

ზევით