#ცნობილები

დრიუ ბერიმორი ბრიტნის ამხნევებს - მსახიობი საკუთარი წარსულის და შეცდომების შესახებ ალაპარაკდა

გაზიარება:

დრიუ ბერიმორი ბრიტნი სპირსს არა მხოლოდ ამხნევებს, არამედ თვლის, რომ მისი ცხოვრება პოპ ვარსკვლავის განვლილ გზას ძალიან ჰგავს. მსახიობი საკუთარი წარსულისა და ორი ვარსკვლავის საერთო ბედის შესახებ The Howard Stern Show-ში ვიზიტისას ალაპარაკდა. 

ბრიტნის მსგავსად, ბერიმორმა პოპულარობას გემო ადრეულ ასაკში გაუსინჯა. Hollywood-ელი მსახიობი ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ 1982 წელს, სტივენ სპილბერგის ცნობილი ფილმიდან - E.T. the Extra-Terrestrial გაიცნო.

პატარა დრიუ ბერიმორი, მსახიობი, ახალგაზრდა, ბერიმორი

მაშინ ბერიმორი სულ რაღაც 7 წლის გახლდათ. მოულოდნელმა წარმატებამ, ელიტარულ წრეებში გამართულ წვეულებებზე სიარულმა და ბავშვისთვის შეუფერებელმა გარემომ, მსახიობი 13 წლის ასაკში ფსიქიატრიულ კლინიკაში მოახვედრა. 

ძალიან ბევრი ადამიანის მესმის! საზოგადოება თვლის, რომ ჩვენ პრივილეგირებული გოგოები ვართ და ეს ყველაფერი საკუთარ თავს ძალით დავმართეთ... ჩვენც ადამიანები ვართ და ჩვენც გვაქვს გრძნობები.

დრიუ, ბერიმორი, მთვრალი, ახალგაზრდა, მსახიობი

დრიუს ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსების გადაწყვეტილება დედამისმა - ჯეიდ ბერიმორმა მიიღო. მსახიობი ამბობს, რომ დღეს დედას ყველაფერი აპატია. 

ალბათ ის თვლიდა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. მაშინ სრულიად უკონტროლო ვიყავი და ახლა მესმის მისი. 

სპირსისგან განსხვავებით, ბერიმორმა საკუთარი დემონების დამარცხება მოახერხა და კინო კარიერას დაუბრუნდა. ის წლებია არ მოიხმარს ალკოჰოლს და დღეს 2 შვილის დედაა, თუმცა თვლის, რომ მის მსგავსად, ბრიტნიც ადრეულ ასაკში მიღწეულ წარმატებას და პოპულარობას შეეწირა. 

დრიუ, ბერიმორის, შვილები, მსახიობი,

ზევით