#მუსიკა

დუა ლიპას Cowgirl style და ახალი ვიდეო რგოლი

გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ იყო დუა ლიპამ ახალი ალბომი რომ გამოუშვა და მსოფლიო ჩარტების სათავეებში მოწინავე პოზიციები დაიკავა. თაყვანისმცემლები ფიქრობდნენ, რომ მომღერალი ცოტა ხნით მაინც აიღებდა აშკარად დამსახურებულ შესვენებას, მაგრამ, ნურას უკაცრავად! მომღერალმა არც აცია, არც აცხელა და ალბომში Future Nostalgia შესულ ერთ-ერთ სიმღერაზე ახალი მუსიკალური ვიდეო რგოლი გამოუშვა. 

მომღერალი არა ერთ ამპლუაში გვინახავს, მაგრამ cowgirl სტილს ვნებიანი ლამაზმანისგან არავინ ელოდა. ექსტრავაგანტული, ბრჭყვიალა IT გოგონა კლიპში ქაუბოის ქუდითა და დამახასიათებელი სტილის სამოსით მღერის. მეტიც, ლიპა ჯგუფთან ერთად  ქანთრის სტილის ცეკვასაც ასრულებს.

დუა ლიპა, ახალი კლიპი, cowgirl

ზოგადად, დუა ლიპა მოდის კრიტიკოსების განხილვის საგანი ხშირად ხდება. მისი სტილისა და გემოვნების მიმართ კი ყოველთვის ორაზროვანი შეფასებები ისმის. შესაძლოა მუსიკოსის ჩაცმულობა ერთ დღეს ქება-დიდების ღირსი გახდეს, რამდენიმე დღეში კი ყველაზე ცუდად ჩაცმული ვარსკვლავების სიაში ხვდება. მაღალი მოდის საზოგადოება ზემოხსენებული ვიდეოს Look-ებს ალბათ არ შეაქებს, მაგრამ მომღერლის თაყვანისმცემლები ნამდვილად არ მოიწყენენ. 

ზევით