ემმა სთოუნი პირველ შვილს ელოდება

emma stone pregnant cover

Spider man-ის შეყვარებული ორსულადაა. 32 წლის Hollywood-ელი მსახიობი, ემმა სტოუნი პირველ შვილს ელოდება. ვარსკვლავის მეორე ნახევარი და ბავშვის მამა Saturday night live-ის სეგმენტის რეჟისორი - 35 წლის დეივ მაკკარი გახლავთ. წყვილი გასული წლის სექტემბერში შეუღლდა.

emma spone pregnant

Daily mail-მა ფოტოები გაავრცელა, სადაც მსახიობი მეგომართან ერთად ქუჩაში მიდის და გამობურცული მუცელიც აშკარად ეტყობა. სტოუნის აგენტი გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. ზოგადად, ემმა პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობს. მისი და დეივის ურთიერთობა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო, თუმცა, რომ არა ცნობილი ტაბლოიდი - PEOPLE, წყვილის რომანის ამბავს კიდევ დიდი ხანი ვერავინ გაიგებდა.

emma stone engaged

წყვილი 2019 წლის დეკემბერში დაინიშნა. დეივმა თითზე ბეჭედ წამოცმულ ემმასთან ერთად გადაღებული ფოტო საკუთარი Instagram გვერდის საშუალებით გაგვიზიარა. წყაროს ცნობით, წყვილი ახალი ამბით ძალიან ბედნიერია, ხოლო ორსული ემმა თავს კარგად გრძნობს.

ზევით