#ცნობილები

ემმა უოტსონის ხელს ბრილიანტის ბეჭედი ამშვენებს - Did she say YES?!

გაზიარება:

ჩვენგან განსხვავებით ემმა უოტსონის 2020 გაცილებით მრავალფეროვანი და საინტერესო გამოდგა. მსახიობი პირად ცხოვრებას წლების მანძილზე არ ასაჯაროებდა, თუმცა 2019 წლიდან მოყოლებული ტაბლოიდები Harry Potter-ის ვარსკვლავისა და ლეო რობინტონის რომანზე წერენ. პაპარაცებმა კალიფორნიელი ბიზნესმენი და უოტსონი ლოს-ანჟელესში დააფიქსირეს. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Just Jared (@justjared)

გავრცელებულ ფოტოებში ემმა გადასაადგილებლად დამხმარე მოწყობილობას იყენებს. მსახიობი სკუტერით სეირნობისას დაშავდა. სურათებში  წყვილი ერთმანეთს ეხვევა და კოცნის, თუმცა ამაში გასაკვირი არაფერია. საინტერესო ის გახლავთ, რომ ემმას მარცხენა ხელს უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭედი ამშვენებს. 

ემმა უოტსონი დაინიშნა შეყვარებული ლეო
ემმა და ლეო ლონდონის ქუჩაში სეირნობისას

მსახიობის თაყვანისმცემლები ვარაუდობენ, რომ უოტსონი დაინიშნა. ემმას მედიასთან პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს, ამიტომ მისგან საჯარო განცხადებას ჯერ არ უნდა ველოდოთ, თუმცა 30 წლის მსახიობი თავს აშკარად ბედნიერად გრძნობს. ლეოს და ემმას ურთიერთობა ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს დაიწყო, თუმცა მამაკაცის იდენტიფიცირება 2020 წლამდე ვერც ერთმა მედია საშუალებამ ვერ მოახერხა. 30 წლის მსახიობმა კინო კარიერიდან პაუზა აიღო და მთლიანად სწავლა-განათლებასა და საქველმოქმედო საქმიანობაზეა გადართული. 

ზევით