#ცნობილები

შაია ლაბუფი FKA Twigs-ს ძილში ახრჩობდა - მუსიკოსი ტრაგიკულ წარსულზე ჟურნალ Elle-თან ალაპარაკდა

გაზიარება:

„საოცრებაა, რომ ამ ურთიერთობას თავი ცოცხალმა დავაღწიე" - ამ სიტყვებით იხსენებს Elle-თან ინტერვიუში ყოფილ შეყვარებულთან გატარებულ დროს FKA Twigs-ი, მუსიკოსი, რომელიც შაია ლაბუფს სასამართლოში სექსუალური, ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის გამო უჩივის. ახალგაზრდა მუსიკოსი ცნობილი გამოცემის გარეკანზე მოხვდა. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by FKA twigs (@fkatwigs)

33 წლის ტალია დებრეტ ბარნეტმა სასამართლოში სარჩელი გასული წლის დეკემბერში შეიტანა. ახალგაზრდა ქალი ყოფილ მეორე ნახევარს უჩივის, რომელიც მას თვეების მანძილზე ავიწროვებდა, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაწყოფას აყენებდა. ცნობილ გამოცემასთან საუბრისას მუსიკოსმა იმ შემზარავ დეტალებზე ისაუბრა, რაც აქამდე საზოგადოებისთვის ცნობილი არ გახლდათ. 

fka twigs შია ლებაფის ყოფილი სეყვარებული ძალადობა

ყველაფერი 2019 წელს, ვალენტინობაზე დაიწყო, როდესაც წყვილი ერთ-ერთ სპა კომპლექსს სტუმრობდა. ტალია ღამე ზეწოლამ გააღვიძა და მიხვდა, რომ ლაბუფი მას ზემოდან ეწვა და მის დახრჩობას ცდილობდა. 

თუ არ გაჩერდები, მამკარგავ! - ამ სიტყვებს მიმეორებდა და თან ხელებხ კისერზე მიჭერდა. 

მომღერლის თქმით, მისი ფიზიკური შეურაცხყოფა მომდევნო დღესაც გაგრძელდა. ლაბუფმა ის სასტუმროს ჰოლში ძირს დააგდო და უყვიროდა. მოგვიანებით, მანქანით მგზავრობისას, მსახიობმა სიჩქარის გადაჭარბებით დაიწყო სიარული და თან შეყვარებულს უყვიროდა. 

მხოლოდ იმას ვფიქრობდი, თუ იყო მანქანაში უსაფრთხოების ბალიში და რა მოუვიდოდა ჩემს სხეულს, თუ ამ სიჩქარით კედელს დავეჯახებოდით.

შაია ლაბუფმა მანქანა მოგვიანებით გაზ გასამართ სადგურზე გააჩერა. ტალიამ მანქანიდან გაქცევა სცადა, მაგრამ ლებაფმა დაიჭირა და ისევ მისი დახჩობა სცადა. 

fka twigs შია ლებაფს უჩივის ძალადობა

მომღერალი დღეს მტკივნეულ მომენტებს შვებით იხსენებს და ამბობს, რომ გაუმართლა, რომ ცოცხალი გადარჩა. FKA Twigs-ის თქმით, ვერავინ იფიქრებდა, რომ ასეთი რამ მას დაემართებოდა, მაგრამ მოძალადისგან არავინაა დაზღვეული. ყველაზე მტკივნეული კი ისაა, რომ ძალადობის მსხვერპლების მიმართ არ მთავრდება შეურაცხმყოფელი შეკითხვები: რატომ არ წამოხვედი? რატომ არ დატოვე?! ეს შეკითხვა ტალიას ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაუსვა, მუსიკოსმა კი მას საკმაოდ კორექტული, მაგრამ ყველაფრის მთქმელი პასუხი გასცა:

ამ შეკითხზვაზე პასუხს არ გაგცემთ, მანამ სანამ არ მეტყვით, რატომ აყავთ მძევლები ტერორისტებს?!

მუსიკოსი ჯერ კიდევ გამოჯანმრთელების პროცესშია, მაგრამ თვლის, რომ მის ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს და საკუთარ პლატფორმას მაქსიმალურად იყენებს, Elle-თან ინტერვიუს კი შემდეგი სიტყვებით ასრულებს:

ეს ყველაფერი დიდი ხანი დამდევდა თან, სცენაზე, ინტერვიუების დროს, სახლში მარტო ყოფნისას. არაფერი მიხაროდა. ახლა, მე ეს ყველაფერი მას დავუბრუნე! ახლა ის იგემებს საკუთარი შხამის გემოს. უკვე ყველამ იცის, რა გააკეთა!

ზევით