#ცნობილები

ჰილარი დაფი მესამე შვილის დედა გახდა - მსახიობი მშობიარობის კადრებს გვიზიარებს

გაზიარება:

33 წლის ჰილარი დაფი უკვე 3 შვილის დედაა. მსახიობმა ახალი ამბავი რამდენიმე საათის წინ საკუთარი Instagram გვერდის საშუალებით გაგვანდო, სადაც ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტის ამსახველი ფოტო ატვირთა და ვაჟის დაბადების თარიღით დაასათაურა. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Hilary Duff (@hilaryduff)

შავ-თეთრ ფოტოში მსახიობი გასაბერ აუზში ქალიშვილთან ერთად ზის, ხელში კი ახალ დაბადებული ვაჟი უჭირავს, ფონად კი დაფის მეუღლე და უფროსი ვაჟი ჩანან. ჰილარიმ საკუთარ სახლში, წყალში იმშობიარა. მაე ჯეიმსი სამყაროს 24 მარტს მოევლინა. ბიჭი დაფისა და მეთიუ კომას მეორე საერთო შვილია. ჰილარის ყოფილი ქმრისგან უფროსი ვაჟი - ლუკა ჰყავს. 

ჰილარი დაფი დედა გახდა, შვილები, ოჯახი

ჰილარი დაფმა და მუსიკოსმა - მეთიუ კომამ 2019 წელს იქორწინეს. მსახიობმა კინო კარიერიდან რამდენიმე წლიანი პაუზა აიღო და დროის ბავშვებისთვის დათმობა გადაწყვიტა. სულ ცოტა ხნის წინ კი ჰილარი დაფის მიერ შექმნილი ილუსტრირებული საბავშვო წიგნი გამოვიდა, რომელიც 33 წლის დედამ საკუთარ ქალიშვილს მიუძღვნა. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Hilary Duff (@hilaryduff)

ზევით