#კულტურა #ცნობილები

MY LITTLE BRAVE GIRL - ჰილარი დაფის ილუსტრირებული საბავშვო წიგნი

გაზიარება:

ჩემი პატარა, მამაცი გოგო - ამ სახელწოდებით იხილა დღის სინათლე ამერიკელი მსახიობისა და მომღერლის - ჰილარი დაფის პირველმა საბავშვო ილუსტრირებულმა წიგნმა, რომლის ინსპირაციის წყაროც დაფის პატარა ქალიშვილი გახდა. სიახლის შესახებ საკუთარი Instagram გვერდის საშუალებით თავად ვარსკვლავმა გვამცნო. 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Hilary Duff (@hilaryduff)

33 წლის ჰილარი უკვე 2 შვილის დედაა. მას შემდეგ, რაც პატარა ბენკსი შეეძინა, მსახიობს ცხოვრების ჩვეულ რითმში დაბრუნება საკმაოდ გაუჭირდა, თუმცა სამსახურში გასვლა მაშინ მოუწია, როდესაც მისი ქალიშვილი ჯერ კიდევ 4 თვის იყო.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Hilary Duff (@hilaryduff)

დაფი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, როგორ ბრუნდებოდა სახლში ბენკსის ღამის ჭამის წინ და როგორ ეჭირა ხელში თავისი პატარა გოგონა.

ვიცოდი, რომ ძუძუთი კვებას მალე დაანებებდა თავს და ცოტა დრო მქონდა დარჩენილი ამ ფენომენალური გამოცდილების მისაღებად. ვგრძნობდი, რომ მალე ის დამოუკიდებელი გახდებოდა და პატარა, მამაც გოგოდ გადაიქცეოდა. 

ჰილარი დაფის წიგნი, my little brave girl

მსახიობმა წიგნის წერა საკუთარ ტელეფონში, მოკლე იდეების მონიშვნით დაიწყო. ჩანაწერებს ძირითადად ღამე, ძილის წინ აკეთებდა და ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ მის წარმოსახვაში დაწერილი ისტორია სხვადასხვა ოჯახებში იმოგზაურებდა და ბევრი პატარა გოგონასთვის გახდებოდა შთაგონების წყარო. 

იმედი მაქვს ეს წიგნი ბევრი გოგონას ინსპირაცია გახდება. მინდა, რომ მათ საკუთარი გონების განსაკუთრებულობა დაიჯერონ!

დაფის ილუსტრირებული საბავშვო წიგნი მაღაზიებში 23 მარტს გამოჩნდება, მსახიობის რანგში კი ჰილარის უახლოეს პერიოდში, Lizzie McGuire-ის განახლებულ ვერსიაში ვიხილავთ. 

ზევით