HOLLYWOOD-ელი ვარსკვლავები, რომლებსაც COVID-19 დაუდასტურდათ

covid stars cover

უკვე წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც უცნობი ვირუსი ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში პირველად დაფიქსირდა. სანამ სამყარო გონს მოეგო, Covid-19-მა მთელი მსოფლიო მოიარა. მსგავს სიტუაციაში კი ყველა სოციალური საფეხური ერთნაირად უძლურია. The Diary იმ ვარსკვლავების ჩამონათვალს გთავაზობთ, რომლებსაც კორონა ვირუსთან ბრძოლა მოუწიათ.

tom hanks and rita covid

ტომ ჰენკსი და რიტა უილსონი

Hollywood-ელ მსახიობებს - ტომ ჰენკსსა და რიტა უილსონს Covid-19 ვარსკვლავებს შორის პირველებს დაუდასტურდათ. 2019 წლის 11 მარტს საკუთარი გამოცდილება ჰენკსმა Instagram-ის პოსტის საშუალებით, ავსტრალიიდან გაგვიზიარა, სადაც მსახიობი ელვის პრესტლის შესახებ ბიოგრაფიული ფილმის გადაღებებზე მუშაობდა.

თავი შეუძლოდ ვიგრძენით, როგორც ეს გაციების დროს ხდება ხოლმე. რიტას ტემპერატურაც მაღალი ჰქონდა

ტომი საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას ყოველდღიურად აწვდიდა. წყვილი საავადმყოფოდან სახლში 16 მარტს გაწერეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნებამდე ისინი ავსტრალიაში საკუთარ საცხოვრებელს დაუბრუნდნენ.

idris elba covid

იდრის ელბა

ჰენკსების ოჯახის შემდეგ, სოციალურ მედიაში პოსტი ასევე მსახიობმა - იდრის ელბამ გამოაქვეყნა, რომელსაც Covid-19 ინფიცირებულთან გადაღებებზე ჰქონდა კონტაქტი. 2 დღეში მას კორონა ვირუსი დაუდასტურდა.

ჰიუ გრანტი

ახალი კორონა ვირუსი ასევე ბრიტანელ მსახიობს - ჰიუ გრანტს დაუდასტურდა. Notting hill-ის ვარსკვლავსა და მის მეუღლეს ვირუსი ჯერ კიდევ გასული წლის ზამთარში აღმოაჩნდათ. ჰიუმ იმ უცნაურ სიმპტომებზეც ისაუბრა, რომლებიც დაავადებას ახლდა თან.

ჩემს შემთხვევაში ყველაფერი ოფლიანობით დაიწყო. მოგვიანებით თვალების შეშუპება დამეწყო და ყველაფერი ეს იმის ფონზე, თითქოს დიდი ზომის მამაკაცი მედგა გულ-მკერდზე და სუნთქვა მიჭირდა

charlie covid

ჩარლი ჰანემი

კორონადალეულთა სიას ცნობილი ტელესერიალის - Sons of anarchy-ის მთავარი როლის შემსრულებელიც დაემატა. ჯიმი ქიმელის შოუში ჩართვისას ჩარლი ჰანემმა საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრა. მსახიობს და მის მეორე ნახევარს ვირუსი ჯერ კიდევ პანდემიის საწყის ეტაპზე შეეყარათ. ჩარლის ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც დილით, საუზმის მომზადებისას ყავის სურნელი ვერ იგრძნო. მსახიობმა ყნოსვისა და გემოს შეგრძნება 10 დღით დაკარგა.

prince william and charles covid

პრინცი უილიამი და პრინცი ჩარლზი

აპრილის თვეში აღმოაჩნდა Covid-19 პრინც უილიამსაც, თუმცა მისი ავადმყოფობის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე თვეში გახდა. ამავე დროს დაუდასტურდა ვირუსი უილიამის მამას - პრინც ჩარლზსაც.

kloe kardashian covid

ქლოე კარდაშიანი

კოვიდ ინფიცირებულთა სიაში ასევე კარდაშიანების ოჯახის ერთ-ერთი წევრი ჩაეწერა. ქლოე კარდაშიანის ინტერვიუ KUWTK-ის ახალი სერიის პრომოში გამოჩნდა, სადაც ის საკუთარი სიმპტომების შესახებ გვიყვება.

პირველი რამდენიმე დღე ძალიან რთული აღმოჩნდა. საშინლად მახველებდა, ხან მცხელოდა, ხან მციოდა. ჩემს ოთახში ვარ გამოკეტილი. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მჯერა, რომ ამ ყველაფერს გადავლახავთ

kanye west covid

ქანიე უესტი

Covid-19-თან შეხება კარდაშიანების ოჯახის კიდევ ერთ წევრს მოუწია, თუმცა კიმ კარდაშიანი ინფიცირებული თავად არ ყოფილა. ვირუსი ამერიკელ რეპერს - ქანიე უესტს დაუდასტურდა, კიმი კი მეუღლეს (სავარაუდოდ უკვე ყოფილს) ავადმყოფიბის დროს უვლიდა.

ხელთათმანებით, ნიღბით და ფარით აღჭურვილი ვუცვლიდი თეთრეულს და ვეხმარებოდი ლოგინიდან ადგომაში. ამ დროს ძალიან მეშინოდა

ronaldu covid

კრიშტიანუ რონალდუ

ცნობილ ფეხბურთელს - კრიშტიანუ რონალდუს კორონა ვირუსი 2020 წლის ოქტომბერში დაუდასტურდა. მნიშვნელოვანი თამაშის წინ ვარჯიშის დროს სპორტსმენი ცუდად გახდა, რის შემდეგაც ტესტი გაუკეთდა და იზოლაციაში გადავიდა. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, ფედერაციამ ტესტი რონალდუსთან კონტაქტში მყოფ ყველა ფეხბურთელს გაუკეთა. საბედნიეროდ კოვიდ დადებითი არც ერთი მათგანი არ აღმოჩნდა.

donald trump covid

დონალდ ტრამპი

ამერიკის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი კი საზოგადოებას ტრადიციულად Twitter-ის საშუალებით გამოეხმაურა. დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ის და მისი მეუღლე კორონა ვირუსით დაინფიცირდნენ.

tiffany haddish covid

ტიფანი ჰადიში

ამერიკელმა კომიკოსმა - ტიფანი ჰადიშმა  კორონა ვირუსზე ტესტი 12-ჯერ გაიკეთა. მსახიობი ფილმის გადაღებებში მონაწილეობდა, როდესაც Covid-19 გადამღები ჯგუფის ერთ-ერთ წევრს დაუდასტურდა. გადაღებები გაჩერდა, მსახიობები კი თვითიზოლაციაში გადავიდნენ. პირველმა ტესტმა ტიფანის უარყოფითი პასუხი აჩვენა, მოგვიანებით კი მსახიობს ვირუსი დაუდასტურდა. კარანტინის დასრულებამდე მეტი სიმშვიდისთვის ტიფანიმ განმეორებითი ტესტი 12-ჯერ გაიკეთა.

dwayne and kevin heart covid

Covid-19-ით ინფიცირებულთა შორის ასევე მოხვდნენ რობერტ პატინსონი, დუეინ ჯონსონი, კომიკოსი - კევინ ჰარტი, ანტონიო ბანდერასი, მელ გიბსონი, ჩოგბურთელი - ნოკავ ჯოკოვიჩი, ანდრეა ბოჩელი და სხვა ცნობილი სახეები.

ზევით