HOLLYWOOD-ური ნიშნობები პანდემიის დროს

მერე რა, რომ ერთმანეთისგან დისტანცირება მოგვიწია. წრფელ სიყვარულს წინ მაინც ვერაფერი დაუდგება. მსოფლიო პანდემიის დროს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება არა ერთ ცნობილ სახეს მოუწია. ჩვენ იმ ვარსკვლავების ჩამონათვალს გთავაზობთ, რომლებაც ფრაზა „თანახმა ვარ“ ბოლო 1 წლის მანძილზე გააჟღერეს.

არიანა გრანდე და დალტონ გომესი 

სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ პოპ მუსიკოსი რჩეულს ცოლობაზე დასთანხმდა. არიანა გრანდემ ახალი ამბავი პირადი Instagram გვერდის საშუალებით გაგვიზიარა. მომღერლის რჩეული უძრავი ქონების აგენტი - დალტონ გომესია, რომელიც ვარსკვლავმა ახალი სახლის ძიებისას გაიცნო.

forever n then some

არის ფეთქებად ხასიათს თუ გავითვალისწინებთ, ნიშნობა მხოლოდ 1 ნაბიჯია. რამდენიმე წლის წინ გრანდე ამერიკელ კომიკოსზე - პიტ დევიდსონზე იყო დანიშნული, თუმცა წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა. 

 

გვენ სტეფანი და ბლეიკ შელტონი

27 ოქტომბერს გვენ სტეფანიმ საკუთარი Instagram გვერდის საშუალებით გვახარა, რომ 5 წლიანი რომანი მალე ქორწილით დაგვირგვინდება. მუსიკოსები წლებია ერთად ცხოვრობენ, თუმცა ურთიერთობისთვის ოფიციალური სახე აქამდე არ მიუციათ.

„ჰეი, გვენ, მადლობა, რომ ჩემი 2020 წელი და ჩემი დარჩენილი ცხოვრება გადაარჩინე“

ამ ტექსტით გაგვიზიარა ფოტო სოციალურ მედიაში ბლეიკ შელტონმა, რომელიც არასდროს მალავს, რომ მეორე ნახევარზე ყურებამდეა შეყვარებული.

 

დემი ლოვატო და მაქს ერიკი

რამდენიმე წლიანი ღრმა დეპრესიების, მოხმარების პრობლემისა და ბულემიასთან გამკლავების შემდეგ, გაზაფხული დემი ლოვატოს ქუჩაზეც მოვიდა. მომღერალმა Instagram-ზე პოსტი 22 ივლისს დადო, სადაც მეორე ნახევარს - მაქს ერიხს მადლობას უხდიდა:

„შენ მაძლევ საშუალებას ვიყო ისეთი, როგორიც ვარ. არავის არასდროს ვყვარებივარ ასე უანგაროდ (მშობლების გარდა)“. დიახ, მე შენი ცოლი გავხდები“

თუმცა, ნიშნობამ დიდი ხანი არ გასტანა. შეყვარებულები ნიშნობიდან ზუსტად 2 თვის თავზე დაშორდნენ. 

 

ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელტსი

საკუთარი თანამგზავრი დევიდ და ბიქტორია ბექჰემების ვაჟმაც იპოვნა. ბრუკლინი უკვე რამდენიმე თვეა ამერიკელ მსახიობს - ნიკოლა პელტსს ხვდება. ბრუკლინმა ახალი ამბავი საზოგადოებას 11 ივლისს გაანდო.

„ჩემს მეორე ნახევარს ვთხოვე ჩემი ცოლი გამხდარიყო და ის დამთანხმდა. გპირდები, რომ საუკეთესო ქმარი და ერთ დღესაც საუკეთესო მამა გავხდები!“

სხვათაშორის მომავალი რძალი ვიქტორია ბექჰემსაც ძალიან მოსწონს. ბრიტანელი დიზაინერის ახლო გარემოცვაში ამბობენ, რომ ნიკოლი მას საკუთარ ახალგაზრდობას ახსენებს.

 

ზევით