ჯასტინ თიმბერლეიკი 40 წლისაა - როგორ მიულოცა დაბადების დღე მომღერალს ჯესიკა ბილმა?!

გაზიარება:

ჯასტინ თიმბერლეიკი 40 წლისაა. პოპ მომღერალი, რომლის ევოლუციასაც წლების მანძილზე ვაკვირდებოდით, 10 გრემის და ათობით სხვა მუსიკალური ჯილდოს მფლობელია. მუსიკოსის მეუღლე ცნობილი მსახიობი და მოდელი, ჯესიკა ბილია, რომელიც სოციალურ მედიაში საკუთარი ქმრის მიმართ აღფრთოვანებას ხშირად გამოხატავს. ამჯერად ჯესიკამ საყვარელ მამაკაცს 40 წლის იუბილე გულის ამაჩუყებელი Instagram პოსტით მიულოცა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Jessica Biel (@jessicabiel)

ბოლო თვეების მანძილზე წყვილმა არა ერთი მნიშვნელოვანი თარიღი გამოიარა. თიმბერლეიკს და ბილს მეორე ვაჟი - ფინეასი შეეძინათ. მათი პირველი შვილი - საილასი უკვე 5 წლისაა. მომღერალმა ცოტა ხნის წინ ელენ დე ჯენერესის შოუში პატარაზე ისაუბრა:

ძალიან საყვარელია. სახლში არავის გვძინავს, მაგრამ ამაზე ბედნიერები ვერ ვიქნებოდით.

პანდემიიდან გამომდინარე, წყვილმა გასულ წელს შესვენება აიღო. ცოლ-ქმარი ოჯახთან ერთად დროს ძირითადად მონტანაში ატარებს. ჯესიკა და ჯასტინი პირადი ცხოვრების შესახებ იშვიათად საუბრობენ, თუმცა თაყვანისმცემლებისთვის სასიამოვნო სიახლეების გაზიარება თავად უყვართ. 

ჯასტინ ტიმბერლეიკი ცოლთან ერთად ჯესიკა ბილი

ზევით