#ცნობილები

JLO და A-ROD არ დაშორებულან! ცნობილი წყვილი ურთიერთობის გადარჩენას ცდილობს

გაზიარება:

ჯეილო და ალექს როდრიგესი  ისევ ერთად არიან და ურთიერთობაში შექმნილი სირთულეების გადალახვას ცდილობენ.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Jennifer Lopez (@jlo)

ბოლო 2 დღის მანძილზე, წყვილის დაშორების შესახებ წყაროს მიერ დადასტურებული ინფორმაცია არა ერთმა მედია საშუალებამ გაავრცელა, თუმცა ET იუწყება, რომ 4 წლიანი რომანის აღსასრული ჯერ არ დამდგარა.

ისინი ურთიერთობის მოგვარებას ცდილობენ. ჯენიფერი დომინიკის რესპუბლიკაში მუშაობს, ალექსი კი მაიამიშია - აცხადებს წყარო.

წყვილის ახლო მეგობარი იმასაც ამბობს, რომ კონფლიქტში მესამე პირი გარეული არაა და რომ სირთულეები ყველა ურთიერთობაში შეიძლება წარმოიქმნას. მომღერალი და ყოფილი სპორტსმენი 2019 წლის მარტში დაინიშნნენ და გრანდიოზულ ქორწილს გეგმავდნენ, მაგრამ მსოფლიო პანდემიის გამო გეგმების შეცვლა მოუწიათ და ქორწილის თარიღიც გაურკვეველი ვადებით გადადეს.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Jennifer Lopez (@jlo)

ალექს როდრიგესის და მისი სავარაუდო რომანების შესახებ პრესა ყოველთვის წერდა. გასულ წელს ტაბლოიდები იუწყებოდნენ, რომ ეი როდს რომანი რეალითი შოუს ვარსკვლავთან ჰქონდა გაჩაღებული. მოგვიანებით, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ლოპესი გამოტყდა, რომ ის და მისი მეორე ნახევარი პანდემიის დროს წყვილების თერაპიას გადიოდნენ და რომ ეს მათ ურთიერთობას ძალიან დაეხმარა.

ზევით