#ცნობილები

ჯასტინ თიმბერლეიკი ტაბლოიდებთან ერთად ბრიტნის ბოდიშს უხდის

გაზიარება:

ბრიტნის შესახებ ისევ მთელი მსოფლიო საუბროს, თუმცა 2000-იანი წლებისგან განსხვავებით, პოპ მომღერლის მისამართით ლაფის სროლის ნაცვლად, ჟურნალისტები ბოდიშებს იხდიან. მათთან ერთად კი ცოდვების მონანიება ჯასტინ თიმბერლეიკს უწევს.

ჯასტინ ტიმბერლეიკი ბრიტნი სპირსს ბოდიშს უხდის justin britney
ჯასტინ თიმბერლეიკი და ბრიტნი სპირსი შეყვარებულობის პერიოდში

ბრიტნი სპირსის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი იმ პერიოდს ასახავს, როდესაც ყვითელმა მედიამ ახალგაზრდა მომღერლის კარიერისა, თუ პირადი ცხოვრების ნგრევაში დიდი როლი ითამაშა. ზემოთხსენებულ პერიოდს კი 2007 წელს მომღერლის ნერვული აშლილობა მოჰყვა, რამაც სპირსის კარიერას ფაქტიურად წერტილი დაუსვა.

ჯასტინი ბრიტნის ბოდიშს უხდის ყოფილი შეყვარებულები
ყოფილი შეყვარებულები მედიის ყურადღების ეპიცენტრში რჩებოდნენ

Framing Britney Spears მომღერლის ცხოვრების, ინტერვიუების, თუ პაპარაცულ კადრებს მოუცავს, სადაც აშკარად ჩანს ის ზეწოლა, რომლის ქვეშაც ახალგაზრდა ვარსკვლავი წლების მანძილზე ექცეოდა. მისი ობიექტიზაცია Hollywood-ურმა მედიამ ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში დაიწყო. ამ თემით სპეკულირება კი მას შემდეგ გახშირდა, რაც მომღერალმა ქორწინებამდე ქალიშვილობის სენარჩუნების სურვილი გამოთქვა, მოგვიანებით კი გამოტყდა, რომ პირობა შეყვარებული მომღერლის - ჯასტინ თიმბერლეიკის გამო დაარღვია.

წყვილის დაშორების შემდეგ ჯასტინს მისი და ბრიტნის სექსუალურ ცხოვრებაზე არა ერთ ტელე, თუ რადიო გადაცემაში ულაპარაკია. მოგვიანებით თიმბერლეიკმა მუსიკალურ ვიდეოში Cry me a river ბრიტნის ღალატზეც კი მიგვანიშნა. ყოველივე ჩამოთვლილმა კი ახალგაზრდა ქალი ნერვულ აშლილობამდე, ალკო და ნარკო დამოკიდებულებამდე და შვილების დაკარგვამდე მიიყვანა. დოკუმენტური ფილმის გამოსვლის შემდეგ ჯასტინ თიმბერლეიკმა ბრიტნის ბოდიში საჯაროდ მოუხადა.

მუსიკოსმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წარსულში მისი საქციელის გამო წუხილს გამოთქვამს. მუსიკოსი პოსტში ჯენეტ ჯექსონსაც მოიხსენიებს, რომელიც ჯასტინმა Super Bowl-ზე ფაქტიურად წელს ზემოთ შიშველი დატოვა.

თიმბერლეიკმა ჯენეტ ჯექსონს ზედა შემოახია
ჯასტინ თიმბერლეიკის და ჯენეტ ჯექსონის ცნობილი ინციდენტი სცენაზე

განსაკუთრებით მინდა მოვუბოდიშო ბრიტნი სპირსს და ჯენეტ ჯექსონს, რადგან ოროვე მათგანს პატივს ვცემ და ვიცი, რომ მათ იმედები გავუცრუე.

მომღერალთან ერთად ბრიტნის ბოდიშს მედია საშუალებები უხდიან, ტაბლოიდები, რომლებმაც მუსიკოსის ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციეს, ხოლო მისი თითოეული ნაგიჯი საყოველთაო განხილვის საგნად გახადეს. ოფიციალური ბოდიშის პოსტი გამოაქვეყნა Glamour Magazine-მაც, რომელიც მომღერლის წარუმატებლობაში თავს დამნაშავედ აცხადებს.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Glamour (@glamourmag)

ფილმში ასევე დეტალურადაა განხილული სასამართლოს ის ბრძანება, რომლის მიხედვითაც მომღერლის ფინანსებს და ცხოვრების დიდ ნაწილს 2008 წლიდან მოყოლებული ჯეიმი სპირსი - ბრიტნის მამა განაგებს. სხვათაშორის გასულ ხუთშაბათს სასამართლო განხილვაზე მოსამართლემ ჯეიმი სპირსის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც ის ბრიტნის ქონების წარმართვას 100%-ით ითხოვდა. მედიაში თვლიან, რომ დოკუმენტალური ფილმი სპირსს არა მხოლოდ რეპუტაციის აღდგენაში, არამედ საკუთარი ფინანსების განკარგვის უფლების დაბრუნებაშიც დაეხმარება.

ზევით