კაცები და ქალი ანჯელინას საწოლში

მას შემდეგ, რაც 2016 წელს ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტთან განქორწინებაზე სარჩელი სასამართლოში შეიტანა, ვარსკვლავის პირადი ცხოვრების შესახებ არა ერთი ჭორი გავრცელებულა. გასულ წელს ტაბლოიდები წერდნენ, რომ ჯოლი უძრავი ქონების აგენტს ხვდებოდა, თუმცა ოფიციალურ წყაროს ინფორმაია არ დაუდასტურებია. მანამ, სანამ ენჯის პირად ცხოვრებაში ვინმე გამოჩნდება, "ბრანჯელინას" მიღმა მის ძველ ურთიერთობებს გადავხედოთ, რომელთა შორის ჩვენთვის კარგად ნაცნობი სახეები ჭარბობენ.

ჯონი ლი მილერი

ბრიტანული წარმოშობის მსახიობთან ანჯელინამ რომანი მათი ერთობლივი ფილმის - The hackers გადაღებებზე, 1995 წელს გააბა. წყვილს საკმაოდ არეული ურთიერთობა ჰქონდა, რადგან ამავე დროს ენჯი ჯენი შიმიცუს ხვდებოდა და მეგობარი ქალის მიმართ გრძნობებში ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული. ჯოლი და ჯონი ლი მილერი მილერი 1997 წლის მარტში დაქორწინდნენ. ცერემონიალზე 20 წლის მსახიობი შარვალსა და თეთრ მაისურში გამოწყობილი გამოცხადდა, რომელზეც საკუთარი სისხლით ჰქონდა რჩეული მამაკაცის სახელი მიწერილი. წყვილი ერთმანეთს 4 წლის თავზე დაშორდა, თუმცა დღემდე მეგობრული ურთიერთობა აქვთ.

ჯენი შიმიცუ

ჯოლიმ და ჯენი შიმიცუმ ერთმანეთი 1996 წლის ფილმის - Foxfire გადაღებებზე გაიცნეს. მსახიობის ცხოვრებაში მალევე გამოჩნდა მისი პირველი მეუღლე - ჯონი ლი მილერი, ამიტომ ჯენისთან ურთიერთობამ დიდ ხანს არ გასტანა. მოგვიანებით ანჯელინა ჯოლი ერთ-ერთ ინტერვიუში გამოტყდა, რომ შიმიცუ ერთი ნახვით შეუყვარდა.

ჯონის რომ არ გავყოლოდი, აუცილებლად ჯენიზე ვიქორწინებდი. პირველად ვგრძნობდი ქალის მიმართ იმას, რასაც წლების მანძილზე მამაკაცების მისამართით განვიცდიდი.

ტიმოთი ჰატონი

წყვილმა ერთმანეთი 1997 წელს ფილმის გადაღებებზე გაიცნო. მალევე გაჩნდა ჭოები, ტიმოთი ჰატონი და ენჯი ერთმანეთს გადაღებების დროს ხვდებოდნენ, მაგრამ ინფორმაციას ჯოლის ყველა მეგობარი კატეგორიულად უარჰყოფდა, რადგან ჯოლი ამ როს ქორწინებაში ჯონი ლი მილერთან იმყოფებოდა.

ბილი ბობ ტორნტონი

ამ ორი ვარსკვლავის ეპატაჟური სიყვარულის ისტორია ალბათ არასდროს დაგვავიწყდება. მათი სექსუალური ცხოვრების დეტალებით დაწყებული, ერთმანეთის სისხლით სავსე გულსაკიდებით დამთავრებული, ყველაფერი მათ ვნებიან ურთიერთობაზე მიგვანიშნებდა. ბილი ბობმა ენჯის გამო საცოლეც კი მიატოვა. შეყვარებულებმა 1999 წელს, გაცნობიდან რამდენიმე თვეში იქორწინეს. 2002 წელს წყვილმა პატარა ბიჭი - მედოქსი კამბოჯადან იშვილა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბავშვი ენჯიმ, როგორც მარტოხელა მშობელმა აიყვანა. ამავე წელს ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაშორდა. წყარო იუწყებოდა, რომ განხეთქილების მიზეზი ბავშვი გახდა.

კოლინ ფარელი

ჯოლისა და კოლინ ფარელის რომანი 2003 წელს, ცნობილი ბიოგრაფიული ფილმის, Alexander-ის გადაღებებზე გაჩაღდა, თუმცა წყვილს ურთიერთობა დიდად არ გაუხმაურებია, თან გასახმაურებელიც არაფერი ყოფილა. მსახიობები ერთმანეთს რამდენიმე თვიანი შეხვედრების შემდეგ დაშორდნენ.

ჯარედ ლეტო

ასევე დადიოდა ჭორები იმის შესახებ, რომ 2003 წელს, Alexander-ის გადაღებების დროს ჯოლი მსახიობ ჯარედ ლეტოს ხვდებოდა.

ვალ კილმერი 

კოლინ ფარელისა და ჯარედ ლეტოს მსგავსად, ჯოლიმ ველ კილმერიც Alexander-ის გადაღებებზე, 2003 წელს გაიცნო. ამბობენ, რომ ფილმის გამოსვლის შემდეგ, 2004 წელს წყვილი ერთმანეთს რამდენიმე თვე ხვდებოდა.

ზევით