კარდაშიანები სამუდამოდ გვემშვიდობებიან!

kardashians final cover

ეს დღე თუ ოდესმე დადგებოდა, ვერავინ იფიქრებდა, მაგრამ 15 წლიანი გადაღებების და 20 სეზონის შემდეგ, ცნობილი რეალითი შოუ, Keeping up with the Kardashians დასრულდა. კიმ კარდაშიანმა E-online!-ის საშუალებით ოფიციალურად დაადასტურა, რომ კარდაშიანებისა და ჯენერების ოჯახმა ბოლო ეპიზოდის გადაღებები დაასრულა.

kardashians

გავრცელებულ ვიდეოში კიმი საკუთარი სახლის უკანა ეზოში, 15 წლიანი რეალითი შოუს დასრულებას გადამღებ ჯგუფთან ერთად აღნიშნავს.

15 წლიანი სიგიჟე და ძალიან ბევრი სიყვარული

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეოცე სეზონით რეალითი შოუ დასრულდებოდა, კარდაშიანებმა ჯერ კიდევ გასული წლის 8 სექტემბერს დაადასტურეს. მოგეხსენებათ, რომ შოუს სეზონების გადაღებები ყოველთვის წინასწარ მიმდინარეობდა, შესაბამისად მე-20 სეზონს მაყურებელი სულ მალე იხილავს. კარდაშიან-ჯენერების ოჯახმა მთელი ეპოქა შექმნა.

kuwtk

ტაბლოიდები რეალითი შოუს წარმატებას ყოველთვის კრის ჯენერს მიაწერენ, რომელმაც საკუთარი ოჯახისგან ნამდვილი სანახაობა გამოძერწა. რომ არა კრისი, ისინი ყოველთვის ოჯეი სიმფსონის ადვოკატის შვილებად დარჩებოდნენ.

kardashian family

ზოგისთვის ცნობილი ოჯახი მხოლოდ სატელევიზიო “ცირკის” ნაწილია, ზოგი თვლის, რომ რეალითი შოუ მთლიანად დადგმულია და მასში განვითარებული მოვლენები ყოველთვის წინასწარაა დაწერილი, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახის ცხოვრება ყოველთვის საყოველთაო ყურადღების ცენტრში იყო.

წლების მანძილზე KUWTK-ს სერიებში არა ერთი სკანდალური, სასაცილო, ემოციური, თუ პირადი მომენტი გვაქვს ნანახი. მაგალითად, კიმ კარდაშიანზე თავდასხმა ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ეპიზოდია. პარიზში, რეალითი შოუს ვარსკვლავის ნომერში მძარცველები შეიჭრნენ. კიმი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

kylie 18

ასევე, ჩვენს თვალწინ გახდა მილიარდერი 18 წლის კაილი ჯენერი, რომელსაც წარმატება საკუთარმა კოსმეტიკურმა ბრენდმა მოუტანა.

kaitlyn jenner

მთელი სამყარო ადევნებდა თვალს, როგორ გადაიქცა ქალად კენდალ და კაილი ჯენერების მამა. ბრიუს ჯენერი დღეს კეიტლინ ჯენერის სახელს ატარებს.

kim and kourtney

20 სეზონს არც ოჯახური სკანდალების გარეშე ჩაუვლია. წინა სეზონში კიმი და კორტნი ერთმანეთს ფიზიკურადაც კი გაუსწორდნენ. სრულიად სოციალური მედია მოიცვა ქლოე კარდაშიანის და ტრისტან ტომპსონის დაშორების ამბავმა. ქლოეს შვილის მამა, კაილის საუკეთესო მეგობართან ღალატში ამხილეს (ან ღალატის მცდელობაში).

მოკლედ, კარდაშიანების კლანის სატელევიზიო ცხოვრება დასრულდა, თუმცა ეჭვი გვეპარება რომელიმე მათგანი ეკრანიდან გაქრობას აპირებდეს.

ზევით