#ცნობილები

კორტნი კარდაშიანი Instagram-ზე საკუთარ სხეულს ამზეურებს

გაზიარება:

მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ კორტნი კარდაშიანის ახალი რომანის შესახებ შეიტყო, ცნობილი რეალითი შოუს ვარსკვლავი სოციალურ მედიაშიც გააქტიურდა და მიმდევრებს ყოველდღიურად თამამ ფოტოებს უზიარებს. საცურაო კოსტუმში გამოწყობილი 3 შვილის დედა თვალისმომჭრელად გამოიყურება. 

ბოლო დღეების მანძილზე კორტნი მენეჯერი დედის - კრის ჯენერის ვილაზე გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს. რამდენიმე სურათში ის დებთან - კიმ კარდაშიანთან და ქენდალ ჯენერთან ერთადაა აღბეჭდილი. 

სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტში Keeping uo with the Kardashians-ის ფინალური სეზონის თრეილერი გავრცელდა, რომლითაც კარდაშიანები 14 წლიანი რეალითი შოუს მაყურებელს მთელი ეპოქის დასასრულს აუწყენებ. კორტნიმ ვიდეო Instagram-ზე დაახლოებით 1 კვირის წინ გაგვიზიარა.

გამომდინარე იქიდან, რომ შოუს ყოველთვის წინასწარ იღებდნენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ფინალური სეზონი უკვე მონტაჟის პროცესშია, კარდაშიანებს კი დასვენების დრო თავზე საყრელად აქვთ. კორტნის ფოტოები ამის ნათელი დასტურია. 

ზევით