კორტნი კარდაშიანის ახალი რჩეული Blink 182-ის დრამერია

კორტნი კარდაშიანი ტრევის ბარკერი

ყოფილ ქმართან დაშორების შემდეგ, კორტნი კარდაშიანის ცხოვრებაში მამაკაცი პირველად გამოჩნდა. რეალითი შოუს ვარსკვლავი ცნობილი პანკ-როკ ჯგუფის - Blink 182-ის ყოფილ დრამერს ხვდება. ინფორმაცია ოფიციალურმა წყარომ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა.

ისინი წლების მანძილზე მეგობრობდნენ და უკვე რამდენიმე თვეა ერთმანეთს ხვდებიან.

წყვილის შესახებ მითქმა-მოთქმა ცოტა ხნის წინ ატყდა, როდესაც კორტნიმ და ტრევის ბარკერმა სოციალურ მედიაში კრის ჯენერის 12 მილიონ დოლარად შეფასებული ვილიდან აუზზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნეს. კარდაშიანების თაყვანისმცემლებს არც ტრევისის სოციალურ მედიაში აქტიურობა გამოჰპარვიათ. ტრევისი პერიოდულად კორტნის ფოტოებზე კომენტარებს ტოვებდა, რამაც მათი ურთიერთობის შესახებ ეჭვები კიდევ უფრო გაამყარა.

კორტნი ტრევის ბარკერი blink 182
კორტნი და ტრევისი შვილებთან ერთად დროს ხშირად ატარებენ

წყვილი წლების მანძილზე ერთ წრეში ტრიალებდა. ტრევისი და კორტნი კალაბასასში ერთ უბანში ცხოვრობენ, მუსიკოსის 15 წლის ქალიშვილი კი კარდაშიან-ჯენერებთან მეგობრობს. ბარკერი წლების წინ პერის ჰილტონსაც ხვდებოდა. სწორედ მაშინ გაიცნო კორტნის და - კიმ კარდაშიანი.

ტრევის ბარკერის შვილი
ბარკერის 15 წლის ქალიშვილი ჯენერების ახლო მეგობარია

კორტნისთვის ექს მეუღლესთან - სკოტ დისიკთან დაშორების შემდეგ ეს პირველი სერიოზული ურთიერთობაა. ტელე ვარსკვლავს წინა ქორწინებიდან 3 შვილი ჰყავს. რაც შეეხება ბარკერს, მას და ყოფილ მის ამერიკას - შანა მოკლერს 2 შვილი ჰყავთ, თუმცა მუსიკოსს გერთანაც ახლო ურთიერთობა აქვს.

ზევით