#ცნობილები

ლანა დელ რეის იშვიათი ფოტო შეყვარებულთან ერთად ინტერნეტს იპყრობს

გაზიარება:

ლანა დელ რეი იმ არტისტების რიცხვს მიეკუთვნება, რმლებსაც პირადი ცხოვრების გამომზეურება არ უყვართ. მომღერალი მედია საშუალებებთანაც იშვიათად აკეთებს კომენტარებს და არც სოციალურ მედიაში გამორჩევა აქტიურობით, თუმცა 4 თებერვალი გამონაკლისია. ლანას რჩეულმა - კლეიტონ ჯონსონმა საკუთარ დაბადების დღეზე საცოლესთან ერთად გადაღებული ფოტო გაგვიზიარა, სადაც ჩახუტებული წყვილი ერთმანეთს კოცნის.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Clayton Johnson (@claywatch)

ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში US Weekly-მ ინფორმაცია იმის შესახებ გაავრცელა, რომ ლანა დელ რეი და კლეიტონ ჯონსონი დაინიშნენ. ახალი ამბავი წყვილის წარმომადგენლობას ოფიციალურად არ დაუდასტურებია, მაგრამ ერთგულ თაყვანისმცემლებს Instagram-ის story-ში გაზიარებულ რამდენიმე ფოტოში, ლანას თითზე წამოცმული ბრილიანტის ბეჭედი არ გამორჩენიათ. 

ზოგადად, დელ რეი პირად ცხოვრებაზე ღიად არასდროს საუბრობს. წყვილის შეხვედრის ამბავიც კი ცნობილი რამდენიმე თვის შემდეგ გახდა. საიდუმლო მაშინაც ჯონსონის Instagram პოსტმა გამოამზეურა. ლანას ვიდეოზე, რომელშიც მომღერალი Pass the card-ის სახალისო თამაშშია ჩაბმული და პირით კარტს სხვა მამაკაცს გადასცემს, ჯონსონმა შემდეგი კომენტარი დაწერა:

როგორ მინდა, ამ კარტის ადგილას ვიყო!

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Lana Del Rey (@lanadelrey)

დელ რეი კლეიტონამდე შონ ლარკინს ხვდებოდა, რომელმაც New York Times-თან ჯერ კიდევ გასული წლის მარტში დაადასტურა მათი დაშორების ამბავი. ფაქტია, რომ ლანამ ცხოვრება მალევე განაგრძო და ახალი partner in crime უკვე იპოვნა.   

ზევით