პამელა ანდერსონი 12 თვეში 2-ჯერ გათხოვდა

გაზიარება:

Baywatch-ის ვარსკვლავის ცხოვრებაში სასიყვარულო დრამა არ წყდება. პამელა ანდერსონმა საპატარძლო კაბა ზუსტად ერთი წლის წინ, იანვარში მოირგო და ცოლად 75 წლის პროდიუსერს - ჯონ პიტერსს გაყვა. ქორწინება ზუსტად 12 დღეში დაინგრა. ის ის იყო, ყვითელმა მედიამ ყურადღების მოდუნება გადაწყვიტა და ანდერსონმა მორიგი საქორწინო ცერემონიის ჩატარება ყველასგან უჩუმრად, მშობლიურ ვანკუვერში, ოჯახის და ახლო მეგობრების წრეში მოახერხა. 53 წლის სექს სიმბოლო ცოლად პირად მცველს გაჰყვა. 

პამელა ანდერსონი გათხოვდა
პამელა ანდერსონის და დენ ჰეიჰარსტის ქორწილი

დენ ჰეიჰარსტი პამელას თანამემამულეა. კანადელებმა მნიშვნელოვანი დღე მშობლიურ ვანკუვერში დაგეგმეს, თანაც ისე, რომ ამის შესახებ ყვითელმა მედიამ 1 თვის დაგვიანებით შეიტყო წყვილმა შობა დღეს იქორწინა.

საიდუმლო ქორწილის შესახებ ინფორმაციის მოპოვება პირველად Daily Mail-მა მოახერხა. გამოცემამ ქორწილის ფოტოებიც გაგვიზიარა, რომლებშიც პამელას რუშებიანი საპატარძლო კაბა და წელს ძალიან ტრენდული Hunter-ის საწვიმარი ბოტები აცია. 

პამელა ანდერსონის ქორწილი
პამელა ანდერსონი ქორწილის დღეს

ეს ანდერსონისთვის მეხუთე ქორწინება და მე-9 ქორწილია. მსახიობის ყოფილ ქმრებს შორის პირველი ტომი ლი გახლავთ, რომელთანაც პამელას ორი საერთო შვილი - 24 წლის ბრენდონ ტომას ლი და 23 წლის დილან ჯაგერ ლი ჰყავს. წყაროს ცნობით შვილები დედას გვერდში უდგანან და მისი მეორე ნახევარი ძალიან მოსწონთ. 

 

ზევით