პარის ჰილტონი ტყუპების გაჩენას ინვიტრო განაყოფიერების საშუალებით აპირებს

გაზიარება:

როგორც იქნა პარის ჰილტონმა იმ ერთადერთს მიაგნო. რეალითი შოუს 39 წლის ვარსკვლავი უკვე ერთი წელია კარტერ რეუმს ხვდება. რამდენიმე დღის წინ კი ქერა ლამაზმანი ინტერვიუში გამოტყდა, რომ ინვიტრო განაყოფიერებას იკეთებს.

თუ ეს შესაძლებელი იქნება, გვინდა რომ ტყუპები გვეყოლოს.

ჰილტონი გამოტყდა, რომ ინვიტრო განაყოფიერების იდეა დიდი ხნის მეგობარმა - კიმ კარდაშიანმა მიაწოდა. მანვე გააცნო ჰილტონს საკუთარი ექიმი, რომელიც ვარსკვლავს დაორსულებაში დაეხმარება.

პარის ჰილტონი ინვიტრო დაორსულება
პარის ჰილტონი და კარტერ რეუმი

პარისს ხელოვნური განაყოფიერება უკვე ორჯერ აქვს გაკეთებული, მაგრამ ორივე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. 

ეს პროცესი საკმაოდ რთულია, მაგრამ კარტერი გვერდში მიდგას და მამხნევებს.

ჰილტონისთვის პოპულარობა ახალი ხილი ნამდვილად არაა, ამიტომ პირადი ცხოვრების შესახებ მედიასთან ყოველთვის გახსნილად საუბრობს. წყვილი ერთად საზოგადოებაშიც ხშირად ჩნდება და არც პაპარაცებს ემალება. 1 წლის იუბილე ცოტა ხნის წინ აღნიშნეს. ჰილტონმა მნიშვნელოვან თარიღს ინსტაგრამ პოსტი მიუძღვნა, რომელსაც ფონად რა თქმა უნდა მისივე სიმღერა დაჰყვებოდა. 

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Paris Hilton (@parishilton)

ზევით