რა ვიცით ემა რობერტსის ბავშვის მამის შესახებ?

emma baby daddy

ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში, ემა რობერტსმა საზოგადოებას სასიამოვნო სიახლეე გაანდო და თავისი ორსულობის ამბავი Instagram პოსტის საშუალებით გააჟღერა. მსახიობის მიერ ატვირთული ფოტოებიდან ერთ-ერთში ემას ბავშვის მამა - გარეტ ჰედლანდიც ფიგურირებდა, რომელიც შეყვარებულის პირად გვერდზე პირველად გამოჩნდა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Emma Roberts (@emmaroberts)

მსახიობების წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის მანძილზე ასაიდუმლოებდა. მედია საშუალებების ვარაუდით, მათ შეხვედრა გასული წლის მარტში დაიწყეს. მას შემდეგ, რაც ემამ ორსულობის ამბავი გაგვანდო, ერთ-ერთ ცნობილ გამოცემასთან უშვილობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მოულოდნელ ორსულობაზეც ისაუბრა, თუმცა ახალგაზრდა ქალი მეორე ნახევარს იშვიათად ახსენებს.

მაშ, რა უნდა ვიცოდეთ ემას მეორე ნახევრის შესახებ?!

garret hedlund

მან ფერმაში ცხოვრებაზე უარი სამსახიობო კარიერის გამო თქვა

ჰედლანდი მინესოტას შტატში, დიდ ოჯახში დაიბადა, რომლის საკუთრებაშიც რამდენიმე აკრ ნაკვეთზე გადაჭიმული ფერმაა. 14 წლის ასაკში გარეტი არიზონაში დედასთან საცხოვრებლად გადავიდა, რომ ლოს-ანჟელესში ქასთინგებზე ეარა. მისი პირველი წარმატებსი მომტანი როლი ფილმში Troy შედგა, სადაც ჰედლანდი ბრედ პიტთან ერთად თამაშობს. მოგვიანებით მსახიობმა Friday Night Lights-ში ბილი ბობ ტორნტონთან ერთად ითამაშა, 2017 წელს კი SAG Awards-ის ჯილდოც დაიმსახურა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Emma Roberts (@emmaroberts)

გარეტი Baby shower-ის ფოტოებში არ გამოჩენილა

ემამ მომავალი პატარას წვეულება ოქტომბერში, საკუთარ სახლში გამართა, თუმცა მისი შვილის მამა ფოტოებში არ ფიგურირებს. წვეულებას სულ თხუთმეტიოდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის იყვნენ ჰედლანდის დედა, მსახიობი კრისტენ სტიუარტი მეგობარ გოგონასთან ერთად და თავად რობერტსის დედა - კელი კუნინგენი.

emma roberts dating 1 year

ჰედლანდი და ემა რობერტსი ერთმანეთს სულ რაღაც 1 წელია ხვდებიან

წყვილის რომანის ამბავი პირველად US Weekly-იმ გააჟღერა. მაშინ წყარო იუწყებოდა, რომ მსახიობები სერიოზულ ურთიერთობაზე არ ფიქრობდნენ და უბრალოდ დროს ერთად კარგად ატარებდნენ. მაშინ ემას ყოფილ საქმროსთან - ევან პიტერსთან დაშორების შემდეგ სულ რამდენიმე თვე იყო გასული.

garret hedlund kirsten dunst

ემას ბავშვის მამის წინა საცოლე კირსტენ დანსტი გახლდათ

გარეტ ჰედლანდს მსახიობ - კირსტენ დანსტთან 4 წლიანი ურთიერთობა აკავშირებს. წყვილმა ერთმანეთი საერთო ფილმის გადაღებებზე 2011 წელს გაიცნო. 4 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, კირსტენი და გარეტი ერთმანეთს 2016 წელს დაშორდნენ.

hedlund drunk

ჰედლანდი ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დააკავეს

ნოემბრის დასაწყისში ტაბლოიდებმა ცნობა 36 წლის მსახიობის დაკავების შესახებ გაავრცელეს. გარეტს გამოსასწორებელ დაწესებულებაში მკურნალობის კურსის გავლა დაეკისრა. წყვილთან დაახლოებულმა წყარომ განმარტა, რომ ჰედლანდის დაკავება წყვილის ურთიერთობას ზიანს ვერ მიაყენებდა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Emma Roberts (@emmaroberts)

მსახიობს სოციალურ მედიაში პირადი გვერდები არ აქვს

ემა სოციალურ მედიაში თავისი ურთიერთობის შესახებ პოსტებს იშვიათად აკეთებს, თავად ჰედლანდი კი სოც. მედიის მომხმარებელი არაა. გასული წლის მარტში ემამ მსახიობ შეყვარებულთან ერთად მხოლოდ 1 ფოტო გამოაქვეყნა.

ზევით