#ცნობილები #კინო

WHERE ARE THEY NOW? - მსახიობები, რომლებმაც GREY'S ANATOMY დატოვეს

გაზიარება:

სამედიცინო სერიალი, რომელმაც ეკრანს მილიონობით ადამიანი მიაჯაჭვა, 2005 წლიდან მოყოლებული, დღემდე ახერხებს ჩვენს გაოცებას. შონდა რაიმსის ქმნილება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ტელე-სერიალია, რომელსაც 80 საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული და ათობით მსახიობისთვის კარიერული ტრამპლინი გამხდარა.

grey's anatomy, cast, ძველი შემადგენლობა, სერიალი

სერიალი სულ სხვა შემადგენლობით დაიწყო. მაყურებელმა Gray’s anatomy მერიდიტ გრეის, დერეკ შეპარდის, კრისტინა იანგის, იზი სტივენსის, ალექს კარევის, ჯორჯ ომელის, თუ სხვა მსახიობების გამო შეიყვარა, რომელთა უმეტესობაც დღეს ტელე-პროექტის ქასთის ნაწილი აღარაა. სად არიან ისინი დღეს? რას საქმიანობენ მსახიობები, რომლებსაც ეკრანებზე ყოველდღიურად ვხედავდით? The Diary „გრეიგამოვლილებს” წარმოგიდგენთ, რომლებმაც ლეგენდარული სერიალის დატოვებით გული ყველას დაგვწყვიტეს.

პატრიკ დემპსი

ცისფერთვალება დერეკი მაყურებლის დატყვევებას 11 სეზონის მანძილზე ახერხებდა. პატრიკ დემპსიმ  ნეიროქირურგიის განყოფილების უფროსის როლი 2015 წელს დათმო. მსახიობი ინტერვიუში გამოტყდა, რომ წასვლა მისი და შონდა რაიმსის ერთობლივი გადაწყვეტილება გახლდათ.

პატრიკ დემპსი, დერეკ შეპარდი, gray's anatomy

Gray’s anatomy-ის მადლიერი ვარ, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ უკვე ჩემი წასვლის დრო იყო.

მსახიობი გადატვირთული გრაფიკის გამო მეუღლესთან და 3 შვილთან კონტაქტსაც ვერ ახერხებდა, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა შემოთავაზებებზე, რომლებსაც კინო კომპანიებისგან აქტიურად იღებდა. სერიალიდან წასვლის შემდეგ დემპსიმ მცირეხნიანი შესვენება აიღო, მოგვიანებით კი Bridget Jones-ის ფილმში მოგვევლინა. 2019-2020 წლებში მსახიობი მინი სერიალებშიც გამოჩნდა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ დერეკის როლის შემდეგ მისთვის კინო ინდუსტრიამ რაიმე მნიშვნელოვანი გაიმეტა. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ პატრიკმა მუშაობა 2007წლის ფილმის - Enchanted მეორე ნაწილზე დაიწყო, რომლის გამოსვლის თარიღიც ერ-ჯერობით უცნობია.

სანდრა ოუ

კრისტინა იანგი, სანდრა ოუ, გრეის ანატომია

ენამწარე კრისტინა იანგის ისტორია 2014 წელს დასრულდა. შონდა რაიმსს სადრა ოუს პერსონაჟი სხვებისგან განსხვავებით არ მოუკლავს. კრისტინა საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა, სადაც ყოფილი ქმრისგან საჩუქრად საკუთარი კლინიკა მიიღო. სხვა მსახიობებისგან განსხვავებით სანდრასთვის Grey’s anatomy-ის დატოვება გაცილებით დიდი წარმატების მომტანი აღმოჩნდა.

killing eve, სანდრა ოუ, გრეის ანატომია

მსახიობმა მთავარი როლი სათავგადასავლო დრამაში - Killing Eve შეასრულა, რამაც მსახიობს Emmy-ის საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო 2018 წელს მოუტანა. სანდრა ოუს მონაწილეობით უახლოეს წლებში მაყურებელი კიდევ 2 სერიალს იხილავს, რომლებიც ჯერ კიდევ pre-production-ის პროცესშია.

კეტრინ ჰეილი

იზი სტივენსის და ალექს კარევის სიყვარულის ისტორიას მაყურებელი თვალს 2010 წლამდე ადევნებდა, თუმცა კეტრინ ჰეილმა  შოუ მოულოდნელად დატოვა. ალბათ აქედან გამომდინარეობდა შონდა რაიმსის გადაწყვეტილებაც, რომ პერსონაჟის მომავალი მაყურებლისთვის ბურუსით მოცული დარჩენილიყო.

იზი სტივენსი, კეტრინ ჰეილი, gray's anatomy, სერიალი

კეტრინმა გრეის ანატომიაში შესრულებული როლისთვის Emmy-ის ჯილდო 2007 წელს მოირგო. სერიალის დატოვების შემდეგ მსახიობის აღზევების პერიოდი 5 წელი გაგრძელდა. მისი მონაწილეობით რომანტიკული კომედიები წელიწადში ერთხელ მაინც გამოდიოდა, თუმცა 2015 წლიდან ჰეილისთვის უმუშევრობის ერა დაიწყო. მსახიობი სკანდალში გაეხვია, რის გამოც მასთან მუშაობაზე ბევრი უარს ამბობდა. გავრცელდა ჭორები, რომ კეტრინი გადასაღებ მოედანზე ზედმეტად ამბიციური და აგრესიული იყო, Hollywood-ში კი სახელის გაფუჭებას, მართლა თავის გატეხვა სჯობს.

კეტრინ ჰეილი, მსახიობი

მსახიობმა საკუთარი რეპუტაციის რეაბილიტაცია რამდენიმე წლიანი მცდელობის შემდეგ მოახერხა. 2018 წელს კეტრინი Suits-ში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც მეგან მარკლმა შოუ სამეფო ქორწინების გამო მიატოვა. 2021 წელს Netflix-ზე ჰეილის მონაწილეობით ახალი სერიალი - Firefly lane გამოვიდა, უახლოეს წლებში კი მსახიობის გამოჩენა კიდევ რამდენიმე პროექტშია დაგეგმილი. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ვარსკვლავი ჯოშ კელიზეა გათხოვილი და მასთან 3 შვილი ჰყავს.

ტი არ ნაიტი

ჯორჯ ომეილი, გრეის ანატომია

კეთილშობილი და მოსიყვარულე ჯორჯ ომეილი Gray’s anatomy-ის ქასთში სულ 5 სეზონის მანძილზე ირიცხებოდა. პერსონაჟი (როგორც ბევრი სხვა) გარდაიცვალა. ეს გადაწყვეტილება ნაიტისა და შოუს კრეატიული დირექტორის პირად უთანხმოებას უნდა მივაწეროთ, რაც ტი არ ნაიტისთვის შოუს დატოვების მიზეზი გახდა.

ჯორჯ ომეილი, მსახიობი, გრეის ანატომია

სერიალიდან წასვლის შემდეგ ნაიტი დაქორწინდა და რამდენიმე ისეთ სერიალში მიიღო მონაწილეობა, როგორებიცაა The Good Wife, The Catch, Genius და სხვა.

ჯასტინ ჩემბერსი

ჯასტინ ჩემბერსი, ალექს კარევი, გრეის ანატომია

ალექს კარევი მერიდიტ გრეის გვერდს 2019 წლის ჩათვლით ამაგრებდა. მსახიობი ბოლო სეზონების მანძილზე შოუს ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად იქცა, თუმცა ჯასტინ ჩემბერსმა Grey’s anatomy-ის დატოვების გადაწყვეტილება სხვა პროექტებში მონაწილეობის მიზნით მიიღო.

არასდროსაა სწორი დრო დასამშვიდობებლად, მაგრამ უკვე 50 წლის გავხდი და მინდა ჩემი სამსახიობო ნიჭი ყველა მიმართულებით გამოვცადო.

ჯასტინ ჩემბერსის ოჯახი, ალექს კარევი

ჩემბერსს არაჩვეულებრივი ცოლი და 5 შვილი ჰყავს. შოუდან წასვლის შემდეგ მსახიობი ოჯახთან ერთად მეტი დროის გატარებას და ახალ პროექტებში მონაწილეობას გეგმავდა, თუმცა მას შემდეგ არც ერთი როლი არ შეუსრულებია. იმედს ვიტოვებთ, რომ მისი კარიერული პაუზა მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიო პანდემიას უკავშირდება.

ზევით