TRUE OR FALSE - სანდრა ბულოკის კაცების სია

სანდრა ბულოკი რომანები კაცები

მისი ფილმები ნებისმიერი გემოვნების მქონე კინო მოყვარულების მოკლე სიაში ხვდება. ის ერთდროულად ხალისიანი, ჭკვიანი, სევდიანი, ზედაპირული და ამავდროულად ძალიან ემოციურია. ოსკაროსანი სანდრა ბულოკის კინო კარიერა მრავალფეროვანი, საინტერესო და ფასდაუდებელია. თუმცა, არ ჩათვალოთ, რომ ქალი, რომელიც საკუთარ პირადზე ღიად ხშირად არ საუბრობს, თაყვანისმცემლების ნაკლებობას უჩივის, ან წარსული ურთიერთობების ვრცელი ჩამონათვალით ვერ დაიკვეხნის. 56 წლის ბულოკი 2 შვილს ზრდის. მსახიობი უკვე 6 წელია მეორე ნახევართან - ბრაიან რენდალთან ერთად ცხოვრობს, თუმცა წყვილს ურთიერთობა არ დაუკანონებია.

სანდრა ბულოკი შვილებთან ერთად
სანდრა ბულოკი ბრაიან რენდალთან და შვილებთან ერთად

Happy End-ამდე ბალოკმა უკან არა ერთი წარუმატებელი, ხანმოკლე, ჩახლართული, თუ მსუბუქი ურთიერთობა მოიტოვა. The Diary ცნობილი მსახიობის სასიყვარულო სიას გთავაზობთ.

1.

ტეიტ დონოვანი

სანდრა ბულოკი ტეიტ დონოვანი
ტეიტ დონოვანი და სანდრა ბულოკი

ტეიტ დონოვანი და სანდრა პირველად ერთმანეთს 1990 წელს, ფილმის Love Potion No. 9 გადასახებ მოედანზე შეხვდნენ. წყვილმა შეხვედრა ნალევე დაიწყო. დონოვანს მსახიობის პირველ Hollywood-ურ სიყვარულად მოიხსენიებენ. წყვილმა ერთად 4 წელი გაატარა და 1994 წელს დაშორდა. ტეიტმა მალევე შეხვედრა ჯენიფერ ანისტონთან დაიწყო.

2.

დონ პადილა

სანდრა ბულოკი დონ პადილა
სანდრა და დონ პადილა ფილმის პრემიერაზე

1995 წელს ფილმის - The Net პრემიერაზე ბულოკი კინო ტექნიკოსთან - დონ პადილასთან ერთად გამოცხადდა. ტაბლოიდები წერდნენ, რომ დონოვანთან დაშორება მსახიობს სწორედ პადილასთან ურთიერთობამ გადაატანინა. მიუხედავად იმისა, რომ სანდრას ჭორები არ დაუდასტურებია, მოგვიანებით ის ერთ-ერთ ინტერვიუში გამოტყდა, რომ ბოლო 10 თვის მანძილზე მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მამაკაცი არსებობდა. 1997 წელს ერთ-ერთმა ცნობილმა გამოცემამ სტატია ბულოკის პროფესიული და პირადი პრობლემების შესახებ გამოაქვეყნა. ვარაუდობენ, რომ წყვილი ერთმანეთს სწორედ ამ პერიოდში დაშორდა.

3. 

მეთიუ მაკკონაჰი

სანდრა ბულოკი მეთიუ მაკკონაჰი
სანდრა ბულოკი და მეთიუ მაკკონაჰი

სანდრა ბულოკის ერთ-ერთი ოქროს წესი, ფილმის თანავარსკვლავებთან დისტანცირებაა. ამ მიდგომით მსახიობი გადაღებების დროს კონცენტრირებას და არეული ურთიერთობების თავიდან აცილებას ცდილობდა. მიუხედავად ამისა, A Time to Kill სანდრასთვის ახალი ურთიერთობის საწყისი აღმოჩნდა, რომელმაც სულ რაღაც 2 წელი გასტანა. ამბობენ, რომ მეთიუ მაკკონაჰიმ და სანდრამ შეხვედრა გადაღებების დაწყებიდან რამდენიმე კვირაში დაიწყეს. ვარსკვლავებს ინფორმაცია არასდროს დაუდასტურებიათ, მაგრამ როდესაც სანდრას მიმართ დასმულ შეკითხვაში ჟურნალისტმა მაკკონაჰი მისი ყოფილი ბოიფრენდის სახელით მოიხსენია, ბულოკს უარყოფა არ უცდია.

4. 

ბობ შნაიდერი

სანდრა ბულოკი ბობ შნაიდერი
სანდრა ბობ შნაიდერთან ერთად

1999-2000 წლებში ბულოკი ტეჰასელ მუსიკოსს - ბობ შნაიდერს ხვდებოდა. მისი რამდენიმე ნამუშევარი ბულოკის ფილმების საუნდტრეკებადაცაა გამოყენებული, თუმცა სანდრას დაკავებული გრაფიკისა და მუსიკოსის პროფესიული გეგმების გამო, წყვილი ერთმანეთს მალე დაშორდა.

5.

რაიან გოსლინგი

სანდრა ბულოკი რაიან გოსლინგი
სანდრა ბულოკი და რაიან გოსლინგი

სანდრამ და რაიან გოსლინგმა ერთად ფილმზე - Murder by Numbers იმუშავეს. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ჟურნალისტმა ბულოკს ჰკითხა, იყვნენ თუ არა ისინი “მხოლოდ მეგობრები”. ვარსკვლავმა შეკითხვას პასუხი ჩვეული ორაზროვანი დატვირთვით, თუმცა ხუმრობანარევი ტონით გასცა:

ჩვენ მეგობრები ვართ. თუ ამ ფრაზას სიტყვა “მხოლოდ”-ს დავამატებ, მოვიტყუები. ამიტომ, ვიტყოდი, რომ ჩვენ მეგობრები ვართ.

6. 

ჯესი ჯეიმსი

სანდრა და ჯესი ჯეიმსი ოსკარის დაჯილდოებაზე
სანდრა და ჯესი ჯეიმსი ოსკარის დაჯილდოებაზე

ბულოკის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობა 2005 წელს დაიწყო. მსახიობმა ცნობილი ტელე სერიალის - Monster garage-ის ვარსკვლავზე - ჯესი ჯეიმსზე იქორწინა. რამდენიმე წლის მანძილზე მსახიობები Hollywood-ის ერთ-ერთ ფავორიტ წყვილად ითვლებოდნენ, თუმცა ბედნიერებამ მხოლოდ 5 წელი გასტანა. მას შემდეგ, რაც ბულოკმა კინოაკადემიის ჯილდო მოიგო, მსახიობის ოჯახმა ნგრევა დაიწყო. გაირკვა, რომ ჯეიმსი ცოლს პერმანენტულად ღალატობდა და ამის შესახებ ბულოკის თითქმის ყველა მეგობარმა იცოდა. ამავე წლის აპრილში სანდრამ საზოგადოებას თავისი ვაჟი გააცნო, რომლის შვილად აყვანის პროცესიც ჯეიმსთან ერთად დაიწყო, თუმცა მარტოხელა დედის სტატუსით დაასრულა.

7. 

რაიან რეინოლდსი

სანდრა ბულოკი რაიან რეინოლდსი
სანდრა და რაიან რეინოლდსი ფილმის გადაღებებზე

ყვითელი პრესა ბულოკისა და რეინოლდსის რომანის შესახებ აქტიურად წერდა, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქალსა და მამაკაცს შორის ქიმია მხოლოდ ეკრანზე ტრიალებს. სინამდვილეში მსახიობები დღემდე ახლო მეგობრები არიან, რაიანი კი ცოლის - ბლეიკ ლაივლის ერთგული ქმარია.

8. 

კრის ევანსი

სანდრა ბულოკი კრის ევანსი
კრის ევანსი და სანდრა ბულოკი

ეს ნამდვილი მეგობრობაა! სანდრამ კრის ევანსის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში იხუმრა კიდევაც, რომ ყვითელი მედია მოვლენებს ჩამორჩა:

ჩვენ უკვე ვიქორწინეთ და ოჯახიც დავანგრიეთ. ახლა ვცდილობთ მეგობრებად დავრჩეთ. ეს როგორ გამოგეპარათ?

ევანსი კი მოგვიანებით გამოტყდა, რომ ბულოკი მისი ერთ-ერთი პირველი სელებრითი “ქრაში იყო, თუმცა დიდი ხნის წინ, 7-8 წლის ასაკში.

9. 

ბრაიან რენდალი

სანდრა ბულოკი ბრაიან რენდალი შეყვარებული
სანდრა ბულოკი შეყვარებულთან - ბრაიან რენდალთან ერთად

სასიყვარულო ურთიერთობებისგან შესვენების და შვილებთან გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ, ბულოკმა პირველი ნაბიჯი 2015 წელს გადადგა. მსახიობმა ფოტოგრაფი - ბრაიან რენდალი თავისი ვაჟის - ლუის დაბადების დღეზე გაიცნო. რენდალი დაბადების დღეზე დაქირავებული ფოტოგრაფის რანგში იყო მოწვეული. წყვილის ურთიერთობა დღემდე გრძელდება, თუმცა სანდრა პირად ცხოვრებაზე ჟურნალისტებთან იშვიათად საუბრობს.

ზევით