#ცნობილები

შეილინ ვუდლიმ NFL-ის ვარსკვლავზე ნიშნობა ოფიციალურად დაადასტურა

გაზიარება:

Divergent-ის ვარსკვლავმა ფეხბურთელ მეორე ნახევარზე ნიშნობის ამბავი ოფიციალურად დაადასტურა, მსახიობი Jimmy Fallon-თან გადაცემაში ჩართვისას გამოტყდა, რომ წყვილი უკვე დიდი ხანია დანიშნულია. შეილინ ვუდლის და NFL-ის ათლეტის ურთიერთობის შესახებ ჭორები დიდი ხანია დადის, თუმცა შეყვარებულები ურთიერთობაზე საჯაროდ არ საუბრობდნენ. ვუდლიმ გადაცემაში ჩართვის დროს ჭორები დაადასტურა და მაყურებელს ბრილიანტის ბეჭედიც კი აჩვენა. 

ვარსკვლავმა იმაზეც იხუმრა, რომ უკვე დიდი ხანია აარონ როჯერსზე დანიშნულია, მედია საშუალებებისთვის კი ნიშნობა მოულოდნელი სიახლეა. მსახიობი ასევე გამოტყდა, რომ პანდემიის გამო თავისი მეორე ნახევარი საფეხბურთო მოედანზე არც ერთხელ არ უნახავს.

პანდემიის დასრულებას ველოდები, რომ მისი თამაში ცხოვრებაშიც ვნახო. 

30 წლის მსახიობი ქორწინების მიმართ თავის სკეპტიკურ დამოკიდებულებას ყოველთვის აფიქსირებდა. ინტერვიუების დროსაც არა ერთხელ უთქვამს, რომ ქორწინების ინსტიტუტი მისთვის გაუგებარია, თუმცა სიყვარული თავისას შვება. შეილინ ვუდლი ოფიციალურად პატარძალია. 

ზევით