შია ლებაფი მორიგ სკანდალში გაეხვა - რატომ მიატოვა მსახიობი მარგარეტ ქუოლიმ?!

shia labeouf assult cover

შია ლებაფის საქმე ცუდადაა. ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე, მსახიობს თავს არა ერთი დამსახურებული უბედურება დაატყდა. ცნობილი გამოცემის, PEOPLE-ის ცნობით, ლებაფი შეყვარებულმა მიატოვა, ამის მიზეზი კი ექსცენტრიული ვარსკვლავის ყოფილი მეგობარი გოგოა, რომელიც მსახიობს ფიზიკური და მორალური ძალადობის გამო უჩივის.

shia and margaret

შია და 80-იანი წლების კინო ვარსკვლავის - ენდი მაკდაუელის ქალიშვილი, მარგარეტ ქუალი ბოლოს ერთად გასულ ორშაბათს დააფიქსირეს. წყვილი დაწესებულებას ხელჩაკიდებული ტოვებდა. წყაროს ცნობით 26 წლის ლამაზმანი 34 წლის ლებაფს შაბათს დაშორდა. ამის მიზეზი Transformers-ის ვარსკვლავის ყოფილი შეყვარებულის, FKA Twigs-ის სარჩელი გახდა.

margaret and mom

წყარო იუწყება, რომ მარგარეტი კონცენტრირებას სამსახიობო კარიერაზე ახდენს. ის კანადაში ახალი ფილმის გადაღებებისთვის ბრუნდება, რომელშიც მასთან ერთად მარგო რობი თამაშობს. მსახიობი შია ლებაფთან ურთიერთობის აფიშირებას ისედაც არ ახდენდა. ამბობენ, რომ ის შეყვარებულთან ერთად მეგობრების წრეშიც კი არ ჩნდებოდა.

fka and robert

მომღერალი, რომელიც ლებაფს უჩივის, 2014 წელს Twilight საგის ვარსკვლავზე, რობერტ პატინსონზე იყო დანიშნული. შიასთან შეხვედრა თალია ბარნეტმა 2019 წელს დაიწყო.

ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე პერიოდი იყო. ალბათ ხალხს უკვირს, მე როგორ აღმოვჩნდი ამ სიტუაციაში, მაგრამ ეს შეიძლება ნებისმიერს დაგვემართოს.

shia and twigs dating

რაც შეეხება ლებაფს, მსახიობმა PEOPLE-ის გამომცემლობას 2 წერილი მიწერა. შიას თავის მართლება არ დაუწყია.

ჩემს ალკო დამოკიდებულებას გამართლება არ აქვს. მე ვაზიანებდი საკუთარ თავს და ჩემთვის ყველაზე ახლო ადამიანებს.

მიუხედავად იმისა, რომ ლებაფი ბრალეულობას სრულად არ უარყოფს, მსახიობი წერილში ამბობს, რომ ყოფილი შეყვარებულის ისტორიაში ბევრი ნიუანსი სიმართლეს არ შეესაბამება.

ზევით