ტეილორ სუიფტი შეყვარებულთან ერთად ლონდონში გამოიჭირეს

taylor and joe cover

პაპარაცებმა ტეილორ სუიფტი მსახიობ მეგობარ მამაკაც თან ერთად 1 წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად ლონდონის ქუჩებში დააფიქსირეს. მომღერალი და ჯო ალვინი ფოტო ობიექტივში ალვინის დედასთან ერთად მოხვდნენ.

taylor in london

წყვილი იმდენად ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს, რომ ისინი ერთად გასული წლის თებერვლის შემდეგ აღარავის უნახავს. ამაში დიდი წვლილი პანდემიასაც მიუძღვის, თუმცა სუიფტი კამერებისგან პირადი ცხოვრების დამალვას ყოველთვის ცდილობდა. ახლა, როდესაც You belong with me-ის ავტორი თავს ბედნიერად გრძნობს, მეგობარ მამაკაცთან ურთიერთობას განსაკუთრებით უფრთხილდება.

taylor and joe

წყაროს ცნობით ტეილორის და ჯოს რომანი ნელ-ნელა უფრო სერიოზულ სახეს იძენს. წყვილი დროს ძირითადად ერთად ატარებს და სიმღერებსაც ერთად წერენ. მუსიკოსმა და მსახიობმა ტეილორის ახალ ალბომზე, სახელწოდებით - evermore ერთად იმუშავეს. სუიფტი ინტერვიუში გამოტყდა, რომ მას და ალვინს სევდიანი სიმღერები ერთნაირად მოსწონთ:

ის მელოდიას წერს, მე მხოლოდ სევდიანი სიტყვების მოფიქრება მჭირდება და სიმღერა მზადაა.

ზევით