#ტექნოლოგიები

გააცოცხლე მოგონებები პანდორას გრავირების ხელოვნებით

გაზიარება:

პანდორაში ახალი ტექნოლოგიით იმ სამყაროს კარი გაიღო, რომელშიც სამკაული თქვენი ისტორიის, მოგონებებისა და ემოციების სახატავ ტილოდ გადაიქცევა.

პანდორა, გრავირება, სამკაულის გრავირება

The Diary x Pandora-ს საღამოზე მსოფლიოში ცნობილი გრავირების აპარატი ქართველ ინფლუენსერებს წარუდგინეს.

სწორედ მათ ჰქონდა შანსი, გადაექციათ პანდორას განსაკუთრებული სამკაულები უნიკალურ ნივთებად, რომლებიც იმ ემოციებსა თუ მოგონებებს ატარებს, რომელთა ყიდვაც შეუძლებელია.

პანდორა, გრავირება, სამკაულის გრავირება, თაკო საზინა
ფოტოზე: თაკო საზინა

უკვე წლებია, რაც გრავირების აპარატით პანდორას საერთაშორისო მომხმარებელი სარგებლობს. ამ ტექნოლოგიის მეშვეობით სამკაულზე ნებისმიერი სიმბოლოს, სახელის, გზავნილისა თუ ნახატის დატანაა შესაძლებელი.

სამკაულის გრავირება, პანდორა, გრავირების აპარატი, თაკო ლოჩოშვილი
ფოტოზე: თაკო ლოჩოშვილი

ამიერიდან ჩვენც გვაქვს შანსი, საყვარელი ადამიანის ინიციალები, მნიშვნელოვანი სიტყვები, თუ თარიღები მუდამ თან ვატაროთ და თითოეული სამკაული ჩვენი თავგადასავლისა თუ ოცნებების თილისმად გადავაქციოთ.

სამკაულზე გრავირება, პანდორა, გრავირების აპარატი, თეონა ჩაჩუა
ფოტოზე: თეონა ჩაჩუა

ამასთან ერთად, იდეის ავტორები და შემოქმედებიც იქნებით. თუ საკუთარი თავისთვის, შეყვარებულისთვის, შვილისთვის, ან მეგობრებისთვის საჩუქრის გაკეთება გსურთ, პანდორაში უნდა შეიაროთ და სასურველი ადრესატისთვის შერჩეული საჩუქარი ისეთივე უნიკალური და განუმეორებელი გახადოთ, როგორიც თქვენი საყვარელი ადამიანები არიან.

გრავირების აპარატი, პანდორა, სამკაულზე გრავირება, ანნა შელია
ფოტოზე: ანნა შელია
ზევით