ცხოვრების სტილი

გაზაფხულის 5 ფერი, რომელსაც ამ სეზონზე აუცილებლად მოვირგებთ

გაზაფხულის 5 ფერი, რომელსაც ამ სეზონზე აუცილებლად მოვირგებთ

მათთვის ვისაც, ჰორიზონტების გაფართოება და ნეიტრალური ფერთა პალიტრიდან - ახალი გრადაციების აღმოჩენა განუზრახავს, გეტყვით, რომ გაზაფხული სავსეა ტენდენციური ფერებით, რომლებიც 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებებიდან ღრმად აღგვებეჭდა გონებაში და ექსპერიმენტებისკენ გვიბიძგა.

2023 წლის ტენდენციური ფერები, რომელიც თქვენი სივრცის განახლებაში დაგეხმარებათ

2023 წლის ტენდენციური ფერები, რომელიც თქვენი სივრცის განახლებაში დაგეხმარებათ

გაზაფხულს თან ყოველთვის მოაქვს განახლების დაუოკებელი სურვილი, რას ვაკეთებთ, როდესაც ცვლილება გარდაუვალია? - სახლის ინტერიერში ვაფათურებთ ხელებს და ვცდილობთ ჩვენი განწყობა და ემოციები დეკორის შემატებით, კედლების შეღებვითა თუ ახალი შტრიხების შეტანით გადმოვცეთ და ეს ბუნებრივიცაა.

შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა საქართველოს სტუმრობს

შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა საქართველოს სტუმრობს

დღეს და ხვალ, შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია საქართველოს სტუმრობს. გვირგვინოსან პრინცესას საქართველოს პრეზიდენტი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მასპინძლობენ. აღნიშნული ვიზიტი ხორციელდება ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, 2023 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში.

მონიკა ბელუჩის გზა წარმატებამდე: „მე ჩემი ოცნების პროდუქტი ვარ“

მონიკა ბელუჩის გზა წარმატებამდე: „მე ჩემი ოცნების პროდუქტი ვარ“

„მე ჩემი ოცნების პროდუქტი ვარ. ჯერ კიდევ ბავშვებაში მინდოდა მსახიობობა და ამ სამყაროში შესვა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი რეალობისგან ძალიან შორს იყო“ - მონიკა ბელუჩი

კინემატოგრაფიის ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელი წითელი კაბები

კინემატოგრაფიის ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელი წითელი კაბები

არის რაღაც გრაციოზული, დამატყვევებელი და მომნუსხველი წითელ ფერში, ფერში, რომლისთვისაც არასდროს უწოდებიათ "ახალი შავი", რადგან თავად იმდენად თვითკმარი იყო, რომ სხვა რომელიმე ფერთან პარალელის გავლებასაც კი ვერ უბედავდნენ. წითელი ფერის ისტორია საუკუნეებს ითვლის, ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში გვაბრუნებს, როდესაც ამ ფერმა მოახერხა და ადამიანები ერთიანად მოაჯადოვა.

Breakfast at Tiffany's გზამკვლევი ნიუ-იორკის ქუჩებში

Breakfast at Tiffany's გზამკვლევი ნიუ-იორკის ქუჩებში

ტრუმენ კაპოტემ, რომელმაც ცნობილი ნოველა 1958 წელს დაწერა, ნიუ-იორკს „ მსოფლიოში ყველაზე სტიმულირებადი ქალაქი” უწოდა და მასში ცხოვრება ელექტრო ნათურაში ცხოვრებას შეადარა. ნოველის გამოსვლიდან 3 წელიწადში, ბლეიკ ედუარდსმა წიგნის ადაპტაცია წარადგინა და ტრუმან კაპოტეს სიტყვების ჭეშმარტიებაში ასიათასობით მაყურებელი დაარწმუნა. 1961 წელს, დიდ ეკრანებზე გამოსულ Breakfast at Tiffany's, უდავოდ, ორი ვარსკვლავი ჰყავდა: ოდრი ჰეპბერნი და ნიუ-იორკი.

დაბალწელიანი ჯინსის შარვლების დიდი დაბრუნება მოდის ტენდენციებში

დაბალწელიანი ჯინსის შარვლების დიდი დაბრუნება მოდის ტენდენციებში

პლატფორმიანი ფეხსაცმელების, ბაგეტის ჩანთების და კარგო შარვლების მობრუნების შემდეგ, მხოლოდ დროის საკითხი იყო, როდის ვიხილავდით დაბალწელიან შარვლებს მოდის ტენდენციებში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩვენგანი ჯერ კიდევ არ არის მორალურად მზად ამ ნახტომისთვის და წარსულში მიბრუნებისთვის, წამყვანი მოდის სახლები და დიზაინერები სულ უფრო აქტიურად ამატებენ საკუთარ კოლექციებში დაბალწელიან შარვლებს.

გაზაფხულის ბუნიობა: უძველესი ტრადიციების გავლენა თანამედროვე სამყაროზე

გაზაფხულის ბუნიობა: უძველესი ტრადიციების გავლენა თანამედროვე სამყაროზე

დღეს, თბილისის დროით 01 საათსა და 24 წუთზე, გაზაფხულმა კიდევ ერთხელ დაუგო კვირტს მახე, ოფიციალურად, ზამთრის „ნასესხები“ დღეები უკან მოვიტოვეთ და შეგვიძლია გაზაფხულის გაძლიერების და ძალების მოკრების მომსწრენი თავადაც გავხდეთ. 2023 წელს ბუნიობა იგივე დღეღამტოლობა 21 მარტს დაემთხვა, დღე, როდესაც მზემ ეკვატორი გადაკვეთა, სამხრეთ ნახევარსფეროდან ჩრდილოეთში გადაინაცვლა და დედამიწის ყოველ ნაწილს თანაბრად მოაფინა სხივები, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენადაა მიჩნეული.

გურანდა ლაზარაშვილის პირადი ბლოგი და იდეალური სამსახურის ფსიქოტურიზმის კონცეფცია

გურანდა ლაზარაშვილის პირადი ბლოგი და იდეალური სამსახურის ფსიქოტურიზმის კონცეფცია

გურანდა ლაზარაშვილი ექიმი, ფსიქოლოგი, პიროვნული განვითარების მენტორი და მოგზაურია, რომელმაც ცხოვრების ორი სიყვარულის: მოგზაურობისა და ადამიანების დახმარების სურვილის გაერთიანება და იდეალური სამსახურის ფსიქოტურიზმის შექმნა მოახერხა. გურანდა თავის მრავალფეროვან ცხოვრებას: მოგზაურობას, ქოუჩინგს და ველნესს, Instagram-ზე პირად ბლოგში @gurinwonderland აერთიანებს და ჯერ კიდევ მზარდ აუდიტორიას ყოველდღიურად შთამაგონებელ კონტენტს სთავაზობს.

2023 წლის „ოსკარის“ საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები

2023 წლის „ოსკარის“ საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები

კინოაკადემიის პრიზების რიგით 95-ე დაჯილდოებამ, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა - „ოსკარის“ წითელი ხალიჩა ერთ-ერთი ყველაზე პომპეზური და დასამახსოვრებელი მოვლენაა წლის მანძილზე. ცნობილმა ადამიანებმა და მათმა სტილისტებმა ძალები არ დაიშურეს, რათა 12 მარტის დაჯილდოების საღამოსთვის, თავბრუდამხვევი ლუქები შეექმნათ, იდეალურად კოორდინირებული, დაწყებული მაკიაჟით, თმით, სამოსითა და აქსესუარებით დამთავრებული.

ზევით