სიახლეები

ნინო ხარატიშვილი კარლ ცუკმაიერის სახელობის მედლით დაჯილდოვდა

ნინო ხარატიშვილი კარლ ცუკმაიერის სახელობის მედლით დაჯილდოვდა

გერმანულენოვანი ქართველი მწერალი და დრამატურგი, ნინო ხარატიშვილი, გერმანიის რაინლანდ-პფალცის ფედერალური მხარის ლიტერატურული პრემიით - კარლ ცუკმაიერის მედლით დაჯილდოვდა. გერმანული ენისა და მხატვრული სიტყვისადმი დამსახურებისთვის, ნინოს ჯილდოს ქალაქ მაინცში, ფედერალური მხარის პრემიერ მინისტრი მალუ დრეიერი გადასცემს.

Balenciaga, Gap, Adidas - ცნობილი ბრენდები Ye-სთან თანამშრომლობას ერთმანეთის მიყოლებით წყვეტენ

Balenciaga, Gap, Adidas - ცნობილი ბრენდები Ye-სთან თანამშრომლობას ერთმანეთის მიყოლებით წყვეტენ

Balenciaga-სა და Gap-ის შემდეგ, რეპერ Ye-სთან, რომელიც ქანიე ვესტის სახელითაა ცნობილი, თანამშრომლობა ტანსაცმლის გიგანტმა Adidas-მაც შეწყვიტა და განაცხადა, რომ არ მოითმენს ანტისემიტიზმს და სხვა სახის სიძულვილის ენას. Adidas-ის Yeezy ბრენდისა და Mr West-ის კოლაბორაცია კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც პარიზის მოდის კვირეულზე რეპერი White Lives Matter წარწერიანი მაისურით გამოჩნდა.

ლაშა მძინარაშვილი მსოფლიო კასკადიორთა დაჯილდოების გამარჯვებულია

ლაშა მძინარაშვილი მსოფლიო კასკადიორთა დაჯილდოების გამარჯვებულია

ქართველმა მოცეკვავემ და კასკადიორმა ლაშა მძინარაშვილმა, ჰოლივუდში, კასკადიორთა ამერიკელ ოსტატთა „ოსკარზე“ - Taurus World Stunt Awards-ის ცერემონიაზე, საუკეთესო ბრძოლის სცენის კატეგორიაში გაიმარჯვა. ლაშა, მსახიობის რის იფანსის კასკადიორი გახლდათ.

ნონა გაფრინდაშვილსა და NETFLIX-ს შორის სასამართლო დავა შეთანხმებით დასრულდა

ნონა გაფრინდაშვილსა და NETFLIX-ს შორის სასამართლო დავა შეთანხმებით დასრულდა

დასავლური მედიის ცნობით, ცნობილ ქართველ მოჭადრაკეს ნონა გაფრინდაშვილსა და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საკაბელო არხ Netflix-ს შორის სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა, თუმცა რაზე შეთანხმდნენ მხარეები ეს ჩვენთვის უცნობია.

ბარაკ ობამამ EMMY-ს ჯილდო დოკუმენტური ფილმის თხრობისთვის დაიმსახურა

ბარაკ ობამამ EMMY-ს ჯილდო დოკუმენტური ფილმის თხრობისთვის დაიმსახურა

გასულ უქმეებზე, Creative Arts Emmy Awards-ის ცერემონიაზე ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, ბარაკ ობამამ Netflix-ის დოკუმენტური ფილმის Our Great National Parks-სთვის, საუკეთესო მთხრობლის ნომინაციაში გაიმარჯვა.

ლეონარდო დიკაპრიოს პირადი ურთიერთობების წესს ფსიქოლოგები ხსნიან

ლეონარდო დიკაპრიოს პირადი ურთიერთობების წესს ფსიქოლოგები ხსნიან

ყველაფერი რამდენიმე წლის წინ ერთგული გულშემატკივრების დაკვირვებით დაიწყო, ლეონარდო დიკაპრიოს ურთიერთობების სტატისტიკაზე თვალის გადავლებით, ისე ჩანდა, თითქოს მსახიობი საკუთარი წესებით თამაშობდა და არასდროს ხვდებოდა ქალებს 25 წელს ზემოთ

ლეგენდარული სერენა უილიამსი საჩოგბურთო კარიერას ასრულებს

ლეგენდარული სერენა უილიამსი საჩოგბურთო კარიერას ასრულებს

ოთხო ოლიმპიური ოქროს მედალის, 23 დიდი სლემის ტიტულის, მილიონობით შთაგონებული ადამიანის და ფილმ King Richard-ში მოთხრობილი წარმატების ისტორიის შემდეგ, სერენა უილიამსი საჩოგბურთო კარიერას ასრულებს.

ქეთი მელუა პირველ შვილს ელოდება

ქეთი მელუა პირველ შვილს ელოდება

ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა მალე დედა გახდება. ამის შესახებ თავად ქეთამ გვაუწყა და ისიც აღნიშნა, რომ დაგეგმილ ტურნეში პატარასთან ერთად იმოგზაურებს.

2023 წლიდან საქართველოში Starlink-ი დაიწყებს ოპერირებას

2023 წლიდან საქართველოში Starlink-ი დაიწყებს ოპერირებას

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, 2023 წლიდან, საქართველოში მსოფლიოს წამყვანი კომპანია SpaceX-ის პროექტი Starlink-ი დაიწყებს ოპერირებას, რომელიც თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს.

ლინდა ევანგელისტას პირველი სამოდელო კამპანია წარუმატებელი პლასტიკური ჩარევის შემდეგ

ლინდა ევანგელისტას პირველი სამოდელო კამპანია წარუმატებელი პლასტიკური ჩარევის შემდეგ

„დამალვით დავიღალე“ მოდის საკულტო ფიგურამ და 90-იანი წლების ყველაზე გამორჩეული სახემ ლინდა ევანგელისტამ დუმილი თებერვალში დაარღვია და იმ წარუმატებელი კოსტმეტიკური პროცედურის შესახებ ხმამაღლა ისაუბრა, რომლის გამოც ლინდას ცხოვრება ნამდვილ ღამის კოშმარად იქცა.

ზევით