სიახლეები

„ოქროს გლობუსის“ 2022 წლის გამარჯვებულები და ტრიუმფატორები

„ოქროს გლობუსის“ 2022 წლის გამარჯვებულები და ტრიუმფატორები

„ოქროს გლობუსის“ რიგით 79-ე დაჯილდოების ცერემონია გასულ ღამეს ლოს-ანჯელესში, ტრადიციულ ადგილას არატრადიციულ ფორმატში ჩატარდა. ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის გადაწყვეტილებით, დაჯილდოების ცერემონიამ პირდაპირი ეთერის, მაყურებლებისა და წითელი ხალიჩის გარეშე ჩაიარა.

სექსუალური ძალადობის ბრალდები - AJLT-ის ფინალიდან კრის ნორთის სცენები ამოჭრეს

სექსუალური ძალადობის ბრალდები - AJLT-ის ფინალიდან კრის ნორთის სცენები ამოჭრეს

Sex and the City-ის სექუელის, And Just Like That-ის დაბრუნებას გზად დიდი სკანდალი მოჰყვა და საქმე ტელესერიალის პოპულარობას ნამდვილად არ ეხება. AJLT-ის პრემიერის დღეს, კრის ნორთი, საკულტო სერიალის Mr. Big-ის პერსონაჟის როლის შემსრულებელი სექსუალურ ძალადობაში არაერთმა ქალმა დაადანაშაულა.

„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონია მაყურებლისა და წითელი ხალიჩის გარეშე გაიმართება

„ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონია მაყურებლისა და წითელი ხალიჩის გარეშე გაიმართება

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ გადაწყვეტილება მიიღო, „ოქროს გლობუსის“ რიგით 79-ე დაჯილდოების ცერემონია პომპეზურობის გარეშე ჩაივლის. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიების ლოკაცია უცვლელია, ის კვლავინდებურად ლოს-ანჯელესში, Beverly Hilton Hotel-ში გაიმართება, თუმცა ის ამჯერად არც ტელევიზიით გადაიცემა პირდაპირ ეთერში და მეტიც, „ოქროს გლობუსი“ მაყურებლებისა და წითელი ხალიჩის გარეშეც ჩაივლის.

„სასოწარკვეთილი დიასახლისები“ ეკრანებზე ბრუნდებიან?

„სასოწარკვეთილი დიასახლისები“ ეკრანებზე ბრუნდებიან?

2022 წელი იმაზე დამაინტრიგებლად დაიწყო, ვიდრე წარმოგვედგინა. სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის უკანასკნელი სერიის გამოსვლიდან მთელი ათწლეულის შემდეგ გაჩნდა ლოგიკური კითხვა: „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ ეკრანებზე ბრუნებიან?

დადიანების სასახლეში საშობაო მეჯლისის ტრადიცია აღდგა

დადიანების სასახლეში საშობაო მეჯლისის ტრადიცია აღდგა

ზუგდიდის დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში, თითქმის საუკუნოვანი წყვეტის შემდეგ, საშობაო მეჯლისის ტრადიცია გაცოცხლდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში გრანდიოზული მეჯლისი იმართება, რომელშიც მოცეკვავეთა 200-მდე წყვილი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მონაწილეობენ.

დღეიდან თბილისში „საახალწლო სოფელი“ იხსნება - რას აღმოვაჩენთ სოფელში?

დღეიდან თბილისში „საახალწლო სოფელი“ იხსნება - რას აღმოვაჩენთ სოფელში?

სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ თბილისის ჯადოსნურ სადღესასწაულო განწყობას დღეიდან გასულ წლეს გაუქმებული „საახალწლო სოფელიც“ შეემატება. 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, თბილისის მოსახლეობასა და დედაქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღში, მშრალი ხიდის ტერიტორიასა და დედაენის ბაღში განთავსებულ „საახალწლო სოფელს“ ესტუმრონ და განწყობა ერთი-ორად აიმაღლონ.

ქეით მიდლტონმა ვესტმინსტერის სააბატო საშობაოდ მორთო

ქეით მიდლტონმა ვესტმინსტერის სააბატო საშობაოდ მორთო

კემბრიჯის ჰერცოგინია საშობაო სამზადისს მთელი ძალებით შეუდგა, 25 დეკემბრის ღამის გრანდიოზული მიღებისთვის ქეით მიდლტონმა ვესტმინსტერის სააბატოს სადღესასწაულოდ მორთვა საკუთარ თავზე აიღო. Miu Miu-ს საახალწლო თემატიკის წითელ სვიტერში გამოწყობილმა ჰერცოგინიამ ნაძვის ხეები მორთო და საშობაო გზავნილიც ჩაწერა.

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია

ლაშა ტალახაძისთვის დაბრკოლებები არ არსებობს, სულ რამდენიმე წუთის წინ, ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა 2 ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა - ატაცში 225 ხოლო აკვრაში 267 კილოგრამი. ლაშამ თავისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა და ორჭიდის ჯამში 492 კილოგრამი ასწია, რითაც მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის სტატუსიც მოიპოვა.

„ნეთფლიქსმა“ იცოდა სიმართლე, თუმცა განგებ შეცვალა - ნონა გაფრინდაშვილის საქმის სიახლეები

„ნეთფლიქსმა“ იცოდა სიმართლე, თუმცა განგებ შეცვალა - ნონა გაფრინდაშვილის საქმის სიახლეები

გიგანტურმა საკაბელო ტელევიზია „ნეთფლიქსმა“, სენსაციად ქცეული მინისერიალ „ლაზიერი გამბიტში“ ნონა გაფრინდაშვილის შესახებ ცნობების დამახინჯება ფაქტობრივად აღიარა. ქარ­თვე­ლი მო­ჭად­რა­კის, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ს  სასამართლოში სერიალის სცენარის ავტორმა და რეჟისორმა, ფრენკ სკოტმა, განაცხადა, რომ მან იცოდა ნონა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ, თუმცა ფაქტები განზრახ დაამახინჯა.

ზევით